ქართულ საავტომობილო ბაზარს ჯეტურ საქართველო ოფიციალურად შემოუერთდა. Jetour-ი ჩინური ავტოგიგანტის Chery-ს ქვებრენდია და 5-7 ადგილიანი SUV და ქროსოვერის ტიპის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზდება.
Jetour-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში E-Motors Georgia წარმოადგენს. კომპანიის შოურუმი კი, ბელიაშვილის 49-ში მდებარეობს. ამ ეტაპზე მომხმარებელს Jetour X70-ს, Jetour X70 Plus-ის, Jetour X90 Plus-ისა და ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელის – Jetour Dashing-ის შეძენა შეუძლია.
E-Motors Georgia Jetour-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჯეტურ საქართველოს შოურუმში შეძენილ ავტომობილს, 5-წლიანი ქარხნული გარანტია ახლავს და რაც მთავარია, ბრენდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, E-Motors Georgia მომხმარებელს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს.
უახლოეს მომავალში ბრენდის ავტორიზებული სერვისცენტრი გაიხსნება. თანამშრომლები ჩინეთში, უშუალოდ Jetour-ის სასწავლო ცენტრებში საგანგებოდ გადამზადდნენ. E-Motors Georgia-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლონდე Jetour-ის დამოუკიდებელი შოურუმიც გაიხსნება და მომხმარებელს ბრენდის სრული ასორტიმენტის ნახვა და გამოცდა შეეძლება.
წყარო: marketer.ge