...
1-1

„ჯეტურ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

გამოქვეყნებულია: მარტი 18, 2024

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ საავტომობილო ბაზარს „ჯეტურ საქართველო“ ოფიციალურად შეუერთდა. Jetour ჩინური ავტოგიგანტის, Chery-ის ქვებრენდია და 5-7-ადგილიანი SUV და ქროსოვერის ტიპის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზდება. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა, ქართველ მომხმარებლებში უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის აღსანიშნავად, ჯეტურის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში E-Motors Georgia მომხმარებელს Jetour Dashing-ს უპრეცედენტო ფასად, 19 900 აშშ დოლარად (52 900 ეკვივალენტი ლარში) სთავაზობს. ჯეტურ საქართველოს შოურუმში შეძენილ ავტომობილს, 5-წლიანი ქარხნული გარანტია ახლავს.

Jetour Dashing არის პრემიუმ კლასის, საშუალო ზომის, SUV ტიპის ავტომობილი, რომლის ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ვერსიას საქართველოში მხოლოდ E-Motors Georgia გთავაზობთ. მოდელი აღჭურვილია 1.5 ტურბო ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიურ გადაადგილებას ნებისმიერი რელიეფის პირობებში. ინტერიერში წარმოდგენილია სენსორული ტიპის ეკრანი, ავტომობილი აღჭურვილია ხმოვანი ასისტენტით, რომლის მართვაც ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი.

Jetour Dashing-ის უპირატესობებია:

მართვის უსაფრთხოების სისტემა, 540 ° ხედვის კამერები, SONY-ის აუდიო სისტემა, 500 ლიტრამდე მოცულობის საბარგული და პანორამული ჭერი.

Jetour Dashing უზრუნველყოფს, რომ მოგზაურობა იყოს როგორც უსაფრთხო, ასევე კომფორტული.

E-Motors Georgia Jetour-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ავტომობილის შერჩევაში პერსონალური მენეჯერი დაგეხმარებათ. მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #49.

წყარო: marketer.ge