E-Motors Georgia-მ უახლესი და ყველასგან გამორჩეული Jetour T2 წარადგინა. პრეზენტაცია Tbilisi Hills Golf -ში ჩატარდა, რომელსაც ქართულ მედიასა და სტუმრებთან ერთად, ჩინეთის საელჩოს დიპლომატები და Jetour-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ პირველად შეეფასებინათ ავტომობილი და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
E-Motors Georgia ჩინური ავტომწარმოებელი ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია, რომელიც თავის სივრცეში Jetour-ის, IM Motors-ის, Forthing-ისა და AIQAR-ის მოდელებს აერთიანებს. რაც შეეხება Jetour – ის ბრენდს, იგი Chery Holding-ის 2018 წელს შექმნილი ხაზია, რომელიც 2021 წელს დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდა. Jetour-ის მიზანია აწარმოოს ჭკვიანი, ფართო, მრავალფუნქიური და მრავალადგილიანი მანქანები.
პრეზენტაციაზე T2 ნანიკო ხაზარაძემ და რუსკა მაყაშვილმა წარადგინეს. E-Motors Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ირინა დარჩიამ, სტუმრებს დეტალურად გააცნო ბრენდის ისტორია, T2 -ის მახასიათებლები, ტექნიკური უპირატესობები და მათი სამომავლო გეგმები.
“მოხარულები ვართ, რომ Jetour-ის უახლესი მოდელი T2 ქართულ საავტომობილო ბაზარზე ექსკლუზიურად E-Motors Georgia-მ წარადგინა. ჩვენი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში Jetour – ის კონფერენციაზე თავად ბრენდის წარმომადგენლება გაგვაცნეს T2, ვიცოდი, რომ ჩვენს მომხმარებელშიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, მოგზაურობისა და თავგადასავლევის მოყვარულთათვის ის ნამდვილად საუკეთესო არჩევანია და მისი მახასიათებლებიც ამ ყოველივეში დაგარწმუნებთ” – ირინა დარჩია
T2 – მოგზაურობისთვის შექმნილი ავტომობილია, რომელიც მისი ინტერიერითა და ექსტერიერით ყველასგან გამოირჩევა. ძირითადი მახასიათებლები: ოთხივე წამყვანი თვლები, უკანა დიფერენციალის ბლოკირება, მოძრაობის 7 რეჟიმი (Eco, Normal, Sport, თოვლი, ტალახი, ქვიანი ზედაპირი და X Mode), 2.0T ძრავი, გადაცემათა კოლოფი – 7 Speed DCT, უმაგრდება დამატებითი აქსესუარები (ავტომობილზე და მიწაზე გასაშლელი კარავი, ავტომობილზე დასამგრებელი დამატებითი საბარგული, ველოსიპედისა და თხილამურების დასამგრებელი სპეციალური აქსესუარები), წყლის სიღრმის საზომი სენსორი კომპასი, ზღვის დონიდან სიმაღლის საზომი, წინა რიგის სავარძლების გათბობა-გაგრილება, უკანა რიგის სავარძლების გათბობა, საჭის გათბობა, SONY-ს აუდიოსისტემა და ხმოვანი ასისტენტი.
E-Motors Georgia Jetour-ის ერთადერთი და ექსკლუზიური წარმომადგენელია,რომელიც მოდელებზე 5 წლიან ან 150 000 კილომეტრზე ქარხნულ გარანტიას გთავაზობთ. E-Motors Georgia-ს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, წლის ბოლოს Jetour-ის ავტომობილებს უშუალოდ Jetour-ის შოურუმში ვიხილავთ.
შეიგრძენი თავისუფლების ყოველი წამი და აქციე ყოველი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად – სწორედ ეს არის Jetour T2.
E-Motors Georgia-ს შოურუმი თბილისში,ბელიაშვილის N49-ში მდებარეობს.
წყარო: okmagazine