...
ბიუჯეტური მანქანები

პრემიუმ კლასის ბიუჯეტური SUV ავტომობილები (ჯიპები) საქართველოში

გამოქვეყნებულია: ნოემბერი 21, 2024

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტობაზარზე უკვე წლებია შეინიშნება სწრაფად მზარდი მოთხოვნა ბიუჯეტურ SUV-ებზე. საქართველო გამონაკლისი არაა. ტენდენცია მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული: მრავალფეროვანი რელიეფი, დატვირთული გზები და, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ადამიანის სურვილი, რომ ჰქონდეს მრავალმხრივი, კომფორტული და უსაფრთხო ავტომობილი – და თან მისაღებ ფასად. 

 

ჩინური ავტომობილების ბრენდი Jetour სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ – და, ამავდროულად, ხელმისაწვდომ SUV მოდელებს, რომლებიც მარტივად ერგება ნებისმიერი სეგმენტის საჭიროებებს.

რა არჩევანს სთავაზობს Jetour ქართველ მომხმარებლებს?

 

Jetour X70 – არის საშუალო ზომის, 5 ან 7-ადგილიანი SUV (კონფიგურაციას გააჩნია), იდეალურია ქალაქში სამოძრაოდ. X70 გამოირჩევა სივრცული ინტერიერით და კომფორტული სავარძლებით. მარტივად ერგება ყველა ტიპის ცხოვრების წესს. ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის ადაპტური კრუიზ-კონტროლით და ზოლიდან გადახვევის გაფრთხილების სისტემით.

 

ჯეტურის იქს 70 მოდელი

 

წარმოგიდგენთ Jetour X70 Plus-ს – X70-ს განახლებული, კიდევ უფრო თანამედროვე და კომფორტული ვერსია. იდეალურია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად სჭირდება გადაადგილება – 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავა უზრუნველყოფს ოპტიმალურ ბალანსს სიმძლავრესა და საწვავის ეკონომიურობას შორის, X70 Plus 100 კმ-ზე მხოლოდ 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. გამოირჩევა თავისი ელეგანტური დიზაინით და მოხერხებული ინტერიერით. ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის 360° პანორამული პარკირების ასისტენტითა და ბრმა წერტილების აღმოჩენის ფუნქციით.

 

ჯეტურის იქს 70 პლუს SUV მოდელი საუკეთესო ფასად

 

Jetour X90 Plus – კომპანიის ფლაგმანი მოდელი, დიდი ზომის, ტევადი, კომფორტული პრემიუმ სეგმენტის SUV. სრულიად პანორამული სახურავი და მაღალი ხარისხის მასალებით გაწყობილი ინტერიერი X90 Plus-ით მგზავრობისას განსაკუთრებით სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2.0T ძრავა უზრუნველყოფს შთამბეჭდავ სიმძლავრეს, ხოლო 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი – კომფორტულ მართვას. X90 Plus იდეალურია როგორც ქალაქში ყოველდღიური მოძრაობისთვის, ისე გრძელვადიანი მოგზაურობებისთვის.

 

SUV მანქანა ჯეტურისგან მოდელი X 90 Plus

 

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Jetour T2 – მოდელებს შორის ყველაზე მაღალი გამავლობის შესაძლებლობით გამორჩევა. მაღალი ხიდისა და გაუმჯობესებული ოფროუდ შესაძლებლობების დახმარებით ერთნაირი სიმარტივით დადის როგორც ურბანულ არეალში, ისე რთულ, მთიან რელიეფზე. იდეალურია ყველასთვის, ვისაც ხშირად უწევს (ან სურს) ქალაქგარეთ გასვლა. 

 

ჯიპი ჯეტური T2 მოდელი

 

Jetour Dashing – კროსოვერის სტილის SUV, რომელიც განკუთვნილია აქტიურად მოძრავი მძღოლებისთვის. Dashing აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის ავტონომიური მართვის სისტემით და ადაპტური კრუიზ-კონტროლით. გამოირჩევა თავისი სპორტული დიზაინით, მოქნილი მოძრაობითა, და ეკონომიური წვით – 7.8 ლიტრი 100 კმ-ზე. განსაკუთრებით მოსახერხებელი მოდელია მათთვის, ვისაც ხშირად სჭირდება აქტიური მანევრირება გადატვირთული ქალაქის პირობებში.

 

SUV ავტომობილი დეშინგი ჯეტურისგან

 

რა ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი Jetour-ის ავტომობილები?

 

Jetour-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით მაქსიმალური კომფორტის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

 

ყველა მოდელში ჩაშენებულია ეკონომიური შიდა წვის ძრავები: წვა ვარირებს 7.8-დან 8.3 ლიტრამდე 100 კილომეტრზე, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია თითოეული მოდელის სეგმენტში.

 

ამასთან ავტომობილები აღჭურვილია მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიებით. X70-ს აქვს კრუიზ-კონტროლი და ბრმა წერტილების აღმოჩენის ფუნქცია, ხოლო X70 Plus, X90 Plus-სა და Dashing-ში ასევე იპოვით ზოლიდან გადახვევის გაფრთხილების სისტემას და წინა შეჯახების თავიდან აცილების ფუნქციას. 

 

დიდი ყურადღება ექცევა მულტიმედია სისტემებსაც. დიდი ზომის სენსორული ეკრანები, ხმოვანი მართვა და სმარტფონთან ინტეგრაცია სტანდარტულია ყველა მოდელში. ძირეული განსხვავება ეკრანების ზომასა და სპიკერების რაოდენობაშია (მაგ. T2-ს 6 სპიკერი აქვს, ხოლო X90 Plus-ს კონფიგურაციის მიხედვით 8-12 სპიკერი შეიძლება ჰქონდეს.

 

რამდენად სანდო და მომგებიანია Jetour-ის ავტომობილის შეძენა?

 

ბრენდის პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი მოდელის აწყობისას ხარისხიანი მასალების გამოყენებაა, მაღალი სიმტკიცის ფოლადის ძარით დაწყებული და ინტერიერის დეტალებით დასრულებული. ძრავისა და ტრანსმისიის საიმედოობა კიდევ ერთი ძლიერი მხარეა. Jetour-ის ტურბოძრავები არა მხოლოდ ეფექტური, არამედ მყარი და საიმედოცაა. ელექტრონული კომპონენტების ხარისხიც შთამბეჭდავია – T2 მოდელში გამოყენებული Snapdragon 8155 ჩიპი უზრუნველყოფს სწრაფ და სტაბილურ მუშაობას, რაც აუცილებელია თანამედროვე ავტომობილისთვის.

 

ბევრს კვლავ სჯერა, რომ ბიუჯეტური ჯიპები საქართველოში დაბალი ხარისხის აღმნიშვნელია. Jetour-ის მოდელები ამ სტერეოტიპს მარტივად ამსხვრევენ. კომპანია მომხმარებლებს პრემიუმ სთავაზობს პრემიუმ ავტომობილებს მაღალი სპეციფიკაციებით. მაგალითად, X90 Plus-ს, რომელიც აღჭურვილია 2.0T ძრავით, 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებით, საშუალოდ $24,000 შეიძენთ. დღესდღეობით ეს პრემიუმ სეგმენტის SUV-სთვის საშუალოზე ბევრად დაბალი ფასია.

 

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება Jetour-ის სხვა მოდელებშიც. ყველგანმავალი T2-ის ფასი სპეციფიკაციების მიხედვით $35,000-ია, off-road ტარებისთვის გათვილილი მოდელების სეგმენტში ასევე ქვედა ზღვართან უფრო ახლოა, ვიდრე საშუალო მაჩვენებელთა. Dashing-იც კი, რომლის სეგმენტშიც ფასების სხვაობა შედარებით მცირეა, $19,900 ღირს რაც მსგავსი სპეციფიკაციების სედანისთვის შესამჩნევლად იაფია.

 

Jetour-ის ყველა მოდელს აქვს ოფიციალური ქარხნული გარანტია, რომელიც მოქმედია 5 წლის განმავლობაში ან ავტომობილის მიერ 150,000 კილომეტრის გავლამდე (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

 

ეწვიეთ Jetour Georgia-ს და მიიღეთ თქვენზე მორგებული სერვისი

 

Jetour-ის ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი არის E-Motors Georgia. ბრენდის მოდელებს შეგიძლიათ გაეცნოთ E-Motors-ის მულტიბრენდულ შოურუმში, ბელიაშვილის 49-ში. 

 

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელი მოდელი შეეფერება ყველაზე უკეთ თქვენი ცხოვრების სტილს – დაჯავშნეთ ტესტ დრაივი და პრაქტიკულად გამოსცადეთ თითოეული მათგანის უპირატესობები. ამასთან, ჩვენი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გაყიდვების წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ ყველა ინფორმაციას და დაგეხმარებიან პროცესის ყველა ეტაპზე.

 

ვინც ეძებს მაღალხარისხიან და ამავდროულად ბიუჯეტურ ჯიპებს საქართველოში, Jetour-ის კატალოგში აუცილებლად იპოვის შესაფერისს მოდელს.