სწრაფად განვითარებად ავტოინდუსტრიაში, სადაც ინოვაციები ყოველდღიურობად იქცა, Jetour-ის ახალი ავტომობილები იდეალურად აერთიანებს თანამედროვე SUV-სთვის საჭირო ყველა მახასიათებელს: მოწინავე ტექნოლოგიებს, მაღალ უსაფრთხოებასა და განსაკუთრებულ კომფორტს.
თანამედროვე SUV-ია, რომელიც 1.6T ძრავითაა აღჭურვილი. მოდელში ინტეგრირებულია მოწინავე უსაფრთხოების სისტემები — მაგალითად, 540° პარკირება, ავტომატური დამუხრუჭება და ა.შ. მისი მყუდრო, უხმაურო და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გაწყობილი სალონი, SONY-ს პრემიუმ აუდიოსისტემასთან ერთად, ყოველ მგზავრობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
მოდელი აღჭურვილია 2.0 TI ძრავით. მასში ინტეგრირებული J-Control სისტემა ავტომობილის პარამეტრების, ნავიგაციისა და მულტიმედიის კონტროლს ამარტივებს. სალონში ხმაურის დონე 36 დეციბელს არ აღემატება, ჰაერის სისუფთავეს კი CN95 კლასის ფილტრი უზრუნველყოფს. მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია 360-გრადუსიანი ხედვის კამერა, 6 აირბაგი და მაღალი სიმტკიცის ფოლადის კონსტრუქცია.
Jetour T2 აღჭურვილია 2.0 TGDI ძრავით, BorgWarner-ის მომენტის მართვის სისტემითა და "6+X" რეჟიმებით. ამგვარი კომპლექტაციის დახმარებით ავტომობილი ნებისმიერი სირთულის საგზაო პირობებს მარტივად უმკლავდება. Qualcomm Snapdragon 8155 სმარტ-ეკრანი, მაღალი სიმტკიცის ფოლადის კონსტრუქცია და FCW/BSD უსაფრთხოების სისტემები კი კომფორტულ და დაცულ მგზავრობას განაპირობებს.
Jetour X70 იდეალური არჩევანია დიდი ოჯახებისთვის. მისი 1.5-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც სტანდარტულზე 10%-ით მსუბუქია, 100 კილომეტრზე 7.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. EPB+AUTOHOLD სისტემა ყოველდღიურ მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, სალონში კი 36 დეციბელამდე დაყვანილი ხმაურის დონე კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
Jetour X70 Plus-ის განახლებული ვერსია აქტიური ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი 1.6TGDI ტურბოძრავა საკმარის სიმძლავრეს იძლევა აქტიური მართვისა და კომფორტული მგზავრობისთვის. 360° პანორამული ასისტენტი, ბრმა ზონის მონიტორინგისა და AEB სისტემები აუმჯობესებს მართვისას უსაფრთხოების ნორმებს აუმჯობესებს. 5 ან 7 ადგილიანი კონფიგურაციის სალონი კი ავტომობილს პრაქტიკულობას მატებს.
5 ხელმისაწვდომი მოდელი
ავტომობილის შერჩევის ხელსაწყოები
ყველა მოდელი
შეთავაზებები
ტესტ-დრაივი