ჰიბრიდული ავტომობილები საქართველოში - Jetour T2 i-DM

ჰიბრიდული მანქანები საქართველოში

ჯეტურის მომავლის ტექნოლოგია - ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და მძლავრი ჰიბრიდული ავტომობილები

გაეცანი Jetour T2 i-DM-ს

რა არის ჰიბრიდული ავტომობილი?

Electric Battery
Plus
Fuel Engine
Hybrid Technology - Jetour T2 i-DM

ჰიბრიდული ტექნოლოგია

მომავლის ავტომობილი

ჰიბრიდულ ავტომობილებს მრავალი უპირატესობა აქვს. ისინი საწვავს ზოგავენ და ეკოლოგიურად სუფთაა, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში, რადგან ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. საწყისი მაღალი ფასის მიუხედავად, ჰიბრიდები ფინანსურად მომგებიანია ექსპლუატაციის დაბალი ხარჯების გამო. მათ არ აქვთ ისეთი ნაწილები, როგორიცაა გადაბმულობა და სტარტერი, რის გამოც მოვლა უფრო იაფია. ასევე, რეგენერაციული დამუხრუჭების წყალობით, მცირდება სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა. საწვავის ფასების ზრდის პირობებში, ჰიბრიდებზე მოთხოვნა იზრდება, რაც მათ მაღალ გადაყიდვის ღირებულებას უზრუნველყოფს, რის გამოც მათი შეძენა პრაგმატულ და გრძელვადიან ინვესტიციად ითვლება.

ძირითადი უპირატესობები

Eco-friendly

ეკოლოგიური

დაბალი CO2 გამოყოფა და გარემოზე ზრუნვა

Economic

ეკონომიური

საწვავის დაზოგვა და დაბალი ხარჯები

Powerful

მძლავრი

მყისიერი ძალა და შესანიშნავ დინამიკა

ხშირად დასმული კითხვები ჰიბრიდულ მანქანებზე

იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე

Jetour T2 i-DM, ჰიბრიდულ SUV-ს, მხოლოდ ელექტროძრავით 139 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს მონაცემი NEDC (New European Driving Cycle) სტანდარტზე დაყრდნობით არის დადგენილი. ასევე, ავტომობილის კომბინირებული სვლის მარაგი, ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის ერთობლივი გამოყენებით, 1000 კილომეტრს აღწევს.

მწარმოებლების უმეტესობა ჰიბრიდის ბატარეაზე იძლევა 8-დან 10 წლამდე ან 160,000 კმ-მდე გარანტიას. რეალურად კი, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხშირად გაცილებით მეტია. ბევრი ავტომობილი 200,000 კმ-ს და მეტსაც გადის ბატარეის პრობლემის გარეშე..

ჰიბრიდული ავტომობილები შექმნილია ნებისმიერ ტემპერატურაზე მუშაობისთვის. ცივ ამინდში სისტემამ შეიძლება ცოტა უფრო დიდხანს იმუშაოს ბენზინის ძრავაზე, სანამ ბატარეა არ გათბება, მაგრამ ის აუცილებლად დაიქოქება..

პირიქით, ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის კომბინაცია ჰიბრიდულ ავტომობილს დამატებით სიმძლავრეს აძლევს, განსაკუთრებით დაძვრისას და აჩქარებისას. ეს ავტომობილები საკმაოდ დინამიურები არიან და კარგად უმკლავდებიან როგორც ქალაქის, ასევე გზატკეცილის პირობებს..

ჰიბრიდული ავტომობილების უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. მოკლედ რომ ვუპასუხოთ, ჰიბრიდული ავტომობილები ზუსტად ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ტრადიციული ბენზინის მანქანები. ისინი გადიან იგივე უსაფრთხოების ტესტებს და აკმაყოფილებენ მკაცრ სტანდარტებს.

ჰიბრიდები რამდენიმე ძირითად ტიპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან მუშაობის პრინციპით განსხვავდებიან: რბილი ჰიბრიდი (Mild Hybrid): ელექტროძრავა ძირითადად დამხმარე როლს ასრულებს. ის ვერ ამოძრავებს მანქანას დამოუკიდებლად, მაგრამ ეხმარება ძრავას დაძვრისას და აჩქარებისას, რის გამოც საწვავის მოხმარება მცირდება. სრული ჰიბრიდი (Full Hybrid): ამ ტიპის ჰიბრიდს შეუძლია იმოძრაოს როგორც მხოლოდ ბენზინზე, ასევე მხოლოდ ელექტროენერგიაზე, რაც ქალაქის პირობებში საწვავის მაქსიმალურ ეკონომიას უზრუნველყოფს. Toyota Prius არის ამ ტიპის ყველაზე ცნობილი მაგალითი. დატენვადი ჰიბრიდი (Plug-in Hybrid - PHEV): ამ ტიპის ავტომობილს აქვს გაცილებით დიდი ბატარეა, რომლის დამუხტვაც შესაძლებელია გარე წყაროდან (ელექტრო სატენი სადგურიდან ან სახლის დენის წყაროდან). ის გარკვეულ მანძილს (როგორც წესი, 20-დან 80 კმ-მდე) მხოლოდ ელექტროენერგიით გადის.

აბსოლუტურად! ჰიბრიდული ავტომობილები იდეალურია გრძელი მგზავრობისთვის, რადგან უზრუნველყოფს შესანიშნავ საწვავის ეკონომიას და კომფორტს.