Jetour-ის ახალი ავტომობილები იდეალურად აერთიანებს თანამედროვე SUV-სთვის საჭირო ყველა მახასიათებელს: მოწინავე ტექნოლოგიებს, მაღალ უსაფრთხოებასა და განსაკუთრებულ კომფორტს.
თანამედროვე SUV-ია, რომელიც 1.6T ძრავითაა აღჭურვილი. მოდელში ინტეგრირებულია მოწინავე უსაფრთხოების სისტემები — მაგალითად, 540° პარკირება, ავტომატური დამუხრუჭება და ა.შ. მისი მყუდრო, უხმაურო და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გაწყობილი სალონი, SONY-ს პრემიუმ აუდიოსისტემასთან ერთად, ყოველ მგზავრობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
მოდელი აღჭურვილია 2.0 TI ძრავით. მასში ინტეგრირებული J-Control სისტემა ავტომობილის პარამეტრების, ნავიგაციისა და მულტიმედიის კონტროლს ამარტივებს. სალონში ხმაურის დონე 36 დეციბელს არ აღემატება, ჰაერის სისუფთავეს კი CN95 კლასის ფილტრი უზრუნველყოფს. მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია 360-გრადუსიანი ხედვის კამერა, 6 აირბაგი და მაღალი სიმტკიცის ფოლადის კონსტრუქცია.
Jetour T2 აღჭურვილია 2.0 TGDI ძრავით, BorgWarner-ის მომენტის მართვის სისტემითა და "6+X" რეჟიმებით. ამგვარი კომპლექტაციის დახმარებით ავტომობილი ნებისმიერი სირთულის საგზაო პირობებს მარტივად უმკლავდება. Qualcomm Snapdragon 8155 სმარტ-ეკრანი, მაღალი სიმტკიცის ფოლადის კონსტრუქცია და FCW/BSD უსაფრთხოების სისტემები კი კომფორტულ და დაცულ მგზავრობას განაპირობებს.
Jetour X70 იდეალური არჩევანია დიდი ოჯახებისთვის. მისი 1.5-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც სტანდარტულზე 10%-ით მსუბუქია, 100 კილომეტრზე 7.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. EPB+AUTOHOLD სისტემა ყოველდღიურ მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, სალონში კი 36 დეციბელამდე დაყვანილი ხმაურის დონე კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
Jetour X70 Plus-ის განახლებული ვერსია აქტიური ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი 1.6TGDI ტურბოძრავა საკმარის სიმძლავრეს იძლევა აქტიური მართვისა და კომფორტული მგზავრობისთვის. 360° პანორამული ასისტენტი, ბრმა ზონის მონიტორინგისა და AEB სისტემები აუმჯობესებს მართვისას უსაფრთხოების ნორმებს აუმჯობესებს. 5 ან 7 ადგილიანი კონფიგურაციის სალონი კი ავტომობილს პრაქტიკულობას მატებს.
Jetour T2 i-DM თანამედროვე და მძლავრი ყველგანმავალია, რომელიც განკუთვნილია როგორც ქალაქის, ისე მაღალმთიანი მარშრუტებისთვის. ახალი ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელიც მოიცავს 1.5TGDI ძრავას და ორ ელექტროძრავას. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს მაღალ სიმძლავრეს და ეკონომიურობას, ხოლო სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღემატება. მისი კონსტრუქციის 80% მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგანაა დამზადებული, რაც უზრუნველყოფს მგზავრების დაცვას შეჯახებისას.
ავტომობილის შერჩევის ხელსაწყოები
ყველა მოდელი
შეთავაზებები
ტესტ-დრაივი