ჯეტურის ახალი ავტომობილები

ეკონომიური ავტომობილები საქართველოში Jetour-ისაგან

გამოქვეყნებულია: ივნისი 16, 2025

 

ავტომობილის მფლობელებისათვის საწვავის ხარჯი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა საწვავის ფასი მერყევია და ხშირად იზრდება. ამიტომ, ეკონომიური მანქანები საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანის პრიორიტეტი ხდება. 

 

Jetour-ი 2018 წელს Chery Holding-ის ქოლგის ქვეშ დაარსდა და დღეს უკვე გლობალური ავტო ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ბრენდი ქმნის ავტომობილებს, რომლებიც კომფორტული და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ამავდროულად კი, საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საწვავზე გაწეული ხარჯები მომხმარებლის ბიუჯეტის სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებს.

 

თანამედროვე მოთხოვნაზე საპასუხოდ, E-Motors Georgia-ში, Jetour-თან ოფიციალური პარტნიორობით, ეკონომიური ავტომობილები ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი. მოდელების მახასიათებლებისა და ფუნქციების გასაცნობად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ავტოსალონს, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 49 ნომერში მდებარეობს.

 

რატომ არის ეკონომიური ავტომობილები აქტუალური დღეს?

 

საწვავის ფასების ზრდა საყოველთაო საზრუნავად იქცა. ბენზინისა და დიზელის ფასი პირაპირ აისახება სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც, იქნება ეს საკვები, სამშენებლო მასალები თუ სხვა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარჯებზე ორმაგად აისახება — პირდაპირ და ირიბად.

 

რას ნიშნავს ეს ციფრებში? მაგალითად, თუ ავტომობილი ყოველ 100 კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს წვავს და დღეში საშუალოდ 50 კილომეტრს გადის, თვეში მხოლოდ საწვავზე 400-500 ლარი იხარჯება. ეკონომიური მანქანა კი ამ თანხა დაახლოებით 30%-ით შეამცირებდა.

 

მაგრამ ეკონომიური ავტომობილი მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილება არ არის. ჰაერის დაბინძურება სერიოზული  პრობლემაა, განსაკუთრებით ისეთ ურბანულ ადგილებში, როგორიც თბილისია. ნაკლები საწვავის მოხმარება კი ნაკლებ გამონაბოლქვს ნიშნავს, რაც პირდაპირ აისახება ჰაერის ხარისხზე.

 

თანამედროვე ეკონომიური ძრავები უფრო ხანგრძლივად და სტაბილურად მუშაობს. სისტემა ნაკლები დატვირთვის ქვეშაა, რაც მათ საიმედოობასა და სიცოცხლისუნარიანობას ზრდის. შედეგად, მცირდება სერვისზე გაწეული ხარჯებიც.

 

Jetour-მა ეს ყველაფერი გაითვალისწინა და შექმნა ავტომობილები, რომლებიც ამ გამოწვევებს პასუხობს. როგორ? ამას მომდევნო სექციაში განვიხილავთ.

 

ჯეტურის ახალი x90 PLUS

 

რა განაპირობებს Jetour-ის ავტომობილების ეკონომიურობას?

 

Jetour-ის ეკონომიურობის საიდუმლო მის ინოვაციურ ტექნოლოგიებშია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბრენდის ინჟინრებმა შექმნეს უნიკალური სისტემა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, შედეგად კი ავტომობილების ეკონომიურობას განაპირობებს.

 

ეკონომიურობის პირველი საიდუმლო ტურბოძრავების თანამედროვე ტექნოლოგიაში მდგომარეობს. ბრენდის მიერ შემუშავებული ძრავები  ისეა დაპროექტებული, რომ მინიმალური საწვავით მაქსიმალურ სიმძლავრეს აღწევს. Jetour-ის მოდელებში გამოყენებულია პირდაპირი შეფრქვევის ტექნოლოგია, რომელიც ზუსტად აკონტროლებს საწვავის მიწოდებას ძრავაში. ამიტომ, არ ხდება ზედმეტი ხარჯვა და თითოეული წვეთი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება.  ამას ემატება 6, 7 და 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც ავტომატურად არჩევს იდეალურ გადაცემას სხვადასხვა სიჩქარეზე.

 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი NVH ტექნოლოგიაა. ეს სისტემა აკონტროლებს ხმასა და ვიბრაციას, რაც ძრავა მაღალეფექტურობაზე მიუთითებს. Jetour-ის მოდელებში ძრავის ხმაური მხოლოდ 36 დეციბელს აღწევს, რაც ჩურჩულის ტოლფასია. ეს კი ნიშნავს, რომ ენერგია არ იკარგება უსარგებლო რხევებზე და მთლიანად ავტომობილის მოძრაობას ხმარდება.

 

ამასთანავე, ეკონომიური ავტომობილები მსუბუქი, მაგრამ მტკიცე კონსტრუქციისაა. რაც უფრო ნაკლებია მანქანის წონა, მით ნაკლები ენერგია სჭირდება მის მოძრაობაში მოსაყვანად. Jetour იყენებს მაღალი სიმტკიცის ფოლადს, რომელიც მსუბუქიცაა და გამძლეც.

 

ეკონომიური მანქანები აღჭურვილია ისეთი სისტემით, როგორიცაა, მაგალითად, Start-Stop სისტემა. ის  ავტომატურად თიშავს ძრავას მაშინ, როცა მანქანა გაჩერებულია და დაძვრისას კვლავ რთავს.  ეს ქალაქში, სადაც საცობები გარდაუვალი რეალობაა, განსაკუთრებით სასარგებლოა.

 

შეარჩიეთ ჯიპების მოდელები ჩვენთან, ისარგებლეთ ინოვაციურ სისტემების უპირატესობებით და იმგზავრეთ ეკონომიურად ნებისმიერ მანძილზე.

 

Jetour T2 SUV

 

ეკონომიური ავტომობილები: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი

 

ჩინური მანქანები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და ბაზრის უპირობო ლიდერია, რადგან ხარისხით, ინოვაციური დიზაინით, სიმძლავრითა და მაღალი კომფორტით გამოირჩევა.

 

Jetour-ის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს, მაგრამ ყველა მათგანს ერთიანებს ერთი რამ — საწვავის განსაკუთრებულად დაბალი მოხმარებით ხასიათდება.

 

X70 Plus იდეალურია ოჯახებისთვის. მოდელის 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავა 100 კილომეტრზე მხოლოდ 7.8 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ეს ნიშნავს, რომ 57 ლიტრიანი ავზით შეგიძლიათ დაახლოებით 700 კილომეტრი გაიაროთ. წარმოიდგინეთ, ეს იგივეა, რომ  თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშრუტი ერთხელ შევსებული ავზით დაფაროთ.

 

Dashing გათვლილია აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებზე. მიუხედავად სპორტული ხასიათისა, ის  მაინც ინარჩუნებს ეკონომიურობას  — 7.8 ლიტრი 100 კილომეტრზე.

 

ეკონომიური ავტომობილი, X90 Plus აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ძრავით და 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ეს კომბინაცია დიდი ზომის SUV-ისთვის შთამბეჭდავ ეკონომიურობას აღწევს.

 

ამ და სხვა მოდელების უპირატესობებში დასარწმუნებლად და ავტომობილების მახასიათებლების გამოსაცდელად, ტესტ დრაივის დაჯავშნა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

 

ახალი Suv ავტომობილი x70 PLUS

 

ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად

 

Jetour-ი ამსხვრევს კიდევ ერთ სტერეოტიპს — მაღალი ხარისხის SUV აუცილებლად ძვირი უნდა იყოს. მოდელების ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კონკურენტებთან შედარებით. მაგალითად, X90 Plus-ს, რომელიც 2.0T ძრავით, 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი, ამ  სეგმენტის სხვა SUV-ებზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს.  მსგავსი ტენდენცია ვრცელდება ბრენდის სხვა მოდელებზეც.

 

დაბალი საწყისი ფასი და მინიმალური საწვავის ხარჯი ერთად ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიურ უპირატესობას. ამას ემატება Jetour-ის 5-წლიანი ან 150,000 კილომეტრიანი ოფიციალური ქარხნული გარანტია, რაც მფლობელს მოულოდნელი ხარჯებისგან დამატებით დაცვას სთავაზობს.

 

მნიშვნელოვანია ავტომობილების წარმოების საკითხიც. ბრენდის ავტომობილები იწარმოება თანამედროვე ქარხანაში, სადაც შედუღების სამუშაოების 83%-ზე მეტს ავტომატიზებული რობოტები ასრულებს. ეს უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და საიმედოობას.

 

შეიძლება ითქვას, რომ Jetour-ი ქმნის ახალ სტანდარტს – სადაც მაღალი ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკონომიურობა ხელმისაწვდომ ფასად არის ერთიანდება.

 

დაგვიკავშირდით და ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ავტომობილი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მართოთ ხარჯები, იმგზავროთ უსაფრთხოდ და ისარგებლოთ ინოვაციური ფუნქციებით. ასე  ყოველდღიურ მგზავრობას უფრო ეფექტურსა და სასიამოვნო გახდება.