გამოქვეყნებულია: ივლისი 18, 2025
სმარტ სისტემები თანამედროვე ავტომობილის ნაწილი გახდა. მართვის დამხმარე, მოწინავე ინფო-გასართობი და გაუმჯობესებული უსაფრთხოების ფუნქციები მძღოლისა და მგზავრების გამოცდილებას აბსოლუტურად ცვლის.
ამ ცვლილებების ფონზე, Jetour-ი გლობალურ ავტო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდება. კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხვეჭს პოპულარობას და მომხმარებლებს თანამედროვე, ეკონომიურ და უსაფრთხო ავტომობილებს სთავაზობს. მიდგომა კარგად ჩანს ბრენდის ფილოსოფიასა — “Travel+” — და დევიზში — “Drive Your Future”.
მიზანია, რომ შეიქმნას ავტომობილები, რომლებიც მგზავრების გამოცდილებას გააუმჯობესებს. შესაბამისად, მაღალ ხარისხსა და საიმედოობასთან ერთად, SUV ავტომობილები სმარტ ტექნოლოგიებითაცაა აღჭურვილი.

თანამედროვე ავტომობილებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი სმარტ ტექნოლოგიების დახმარებით მიიღწევა. მაგალითად, Jetour-ის თითქმის ყველა მოდელში ვხვდებით — T2, Dashing, X70 PLUS და X90 PLUS — ადაპტურ კრუიზ კონტროლს, რომელიც წინ მიმავალი ავტომობილი დისტანცირების მიხედვით, ავტომატურად არეგულირებს სიჩქარეს. ეს ფუნქცია განსაკუთრებულად კომფორტულია გრძელ მანძილებზე მგზავრობისას, როდესაც მძღოლი დაღლილია. სისტემა შეცდომების დაშვების რისკები ამცირებს და ამით უსაფრთხოებას ზრდის.
ზოლიდან გადასვლის გაფრთხილების სისტემა (Lane Departure Warning) გზაზე სწორი პოზიციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ ავტომობილი ზოლიდან უნებლიე გადასვლას დაიწყებს, სისტემა გამაფრთხილებელ ნიშანს მოგცემთ. უფრო მეტი უსაფრთხოებისათვის არსებობს ზოლის შენარჩუნების ასისტენტიც (Lane Keeping Assist), რომელიც არა მხოლოდ გაგაფრთხილებთ, არამედ აქტიურად ჩაერთვება ავტომობილის მართვაში — ავტომატურად დააკორექტირებს საჭის მიმართულებას, რათა მანქანა სამოძრაო ზოლში დააბრუნოს.
Jetour-ის ავტომობილებში ჩაშენებულია ნაკლებად ხილვადი ზონის მონიტორინგის სისტემა (Blind Spot Monitoring). ეს ტექნოლოგია მძღოლს იმ არეების დანახვაში ეხმარება, რომლებიც გვერდითა ან უკანა სარკეებში არ ჩანს. სისტემა სენსორების დახმარებით უხილავ ზონაში გამოჩენილ ავტომობილს ამოიცნობს და ამის შესახებ მძღოლს ინფორმაციას აწვდის.
გარდა ამისა, 360° ხედვის სისტემები და პანორამული პარკირების ასისტენტები მანქანის ირგვლივ არსებულ სრულ სურათს ქმნის. მძღოლი ავტომობილის გარშემო ყველა დაბრკოლებას ხედავს, რაც პარკირებასა და ვიწრო სივრცეებში მანევრირებას ამარტივებს. ამასთან ერთად, ავტომობილებში ინტეგრირებულია ავტომატური საგანგებო დამუხრუჭებისა (Automatic Emergency Braking) და შეჯახების გაფრთხილების სისტემები (Collision Warning). პოტენციური შეჯახების რისკის გამოვლენისას მძღოლს მიეწოდება გაფრთხილება, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში მანქანა ავტომატურად მუხრუჭდება.
ამ მრავალფეროვანი უსაფრთხოებისა და მართვის დამხმარე სისტემების წყალობით, ნებისმიერ საგზაო პირობებში უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებთ.
იხილეთ Jetour-ის ყველა ჯიპი ერთ სივრცეში, გაეცანით სპეციფიკაციებს და აღმოაჩინეთ სმარტ ტექნოლოგიების მთელი სერია ერთ ავტომობილში.
მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის მართვის ინტელექტუალური სისტემები შეიმუშავეს. მაგალითად, XWD (X Wheel Drive) სისტემა, რომელიც Jetour T2 მოდელში გვხვდება, ორი წამყვანი თვლიდან ავტომატურად ოთხ წამყვან თვალზე გადაერთვება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ საგზაო პირობებში გადაადგილდებით. ტექნოლოგია ზრდის მანქანის გამავლობას რთულ პირობებში და ზოგავს საწვავს ჩვეულებრივ გზაზე.
გარდა ამისა, ამ მოდელის მართვის ინტელექტუალური სისტემები მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა:
Jetour-ის მოდელები სხვადასხვა მართვის რეჟიმს გთავაზობთ: T2-ში “6+X” მართვის რეჟიმია რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ავტომობილი სხვადასხვა გარემოს მოარგოს. Dashing და X70 PLUS მოდელებში კი არსებობს Eco და Sport რეჟიმები.
თუ დიდი ხნის მძღოლი ხართ, მაშინ, ალბათ, ერთხელ მაინც მჯდარხართ ავტომობილთან, რომელსაც ნავიგაციისათვის ეკრანი არ აქვს და აუდიო სისტემა სმარტფონის ნაცვლად რადიო კავშირზეა დამოკიდებული. ამ პირობებში ზარზე საპასუხოდ მანქანის გაჩერებაც დაგჭირდებოდათ. დღეს ეს რეალობა შეიცვალა —- Jetour-თან ერთად შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას წინ ვეღარაფერი აღუდგება.
მოდელებში ინფო-გასართობი სისტემები — აუდიო, ნავიგაცია და სხვა — თანამედროვე ეკრანებზეა მოცემული, რომელთა ზომებიც 9-დან 15.6. დიუმამდე მერყეობს. ბრენდის წამყვანი ავტომობილები აღჭურვილია Snapdragon 8155 პროცესორით, რომელიც პრემიუმ სეგმენტში გამოიყენება. ამ ტიპის პროცესორით სწრაფი და შეუფერხებელი მანევრირება, აპლიკაციების მარტივი გადართვა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებაა შესაძლებელი.
სმარტფონთან უწყვეტი კავშირი Jetour-ის ინფო-გასართობი სისტემების გამორჩეული მახასიათებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერა ან MirrorLink™ ფუნქციის დახმარებით თქვენი ტელეფონი ეკრანზე გამოსახოთ. დამატებით, მოდელებში ჩაშენებულია ხმოვან მართვის სისტემა, უსადენო დამტენი, SONY დინამიკები და Hi-Fi სისტემა დაუვიწყარი მგზავრობისათვის.
Jetour-ის ინჟინრებმა გაითვალისწინეს, რომ ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ დაბინძურებულია და ავტომობილში ჯანსაღი მიკროკლიმატის შესაქმნელად სპეციალური სისტემები შეიმუშავეს.
ავტომობილებში არსებობს Intelligent Air Purification System, რომელიც თავის მხრივ, ქვესისტემებისაგან შედგება, მაგალითად, ესენია:
“Digital Electric Air-conditioning” და “Intelligent Air Conditioning Zoning System” საშუალებას გაძლევთ ავტომობილის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ტემპერატურა დააყენოთ. სისტემა ავტომატურად არეგულირებს ვენტილაციის სიჩქარესა და მიმართულებას.
ონციონერის უკანა რიგის არხების დახმარებით ჰაერი მთელ სალონში თანაბრად ნაწილდება. უკანა სავარძლებზე მსხდომ მგზავრებს აქვთ ზუსტად ისეთივე ვენტილაცია, როგორიც წინ მსხდომებს. ეს სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა ზაფხულის სიცხეში ან ზამთრის ყინვაში, როდესაც სწრაფი გაგრილება ან გათბობაა საჭირო.
ეს ტექნოლოგიები ერთობლივად ქმნის ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს ყველა მგზავრისთვის.
Jetour-ის ავტომობილებში განათება უბრალოდ სტატიკური ნათურები აღარ არის. ეს ელემენტები ჭკვიან სისტემებად გარდაიქმნა. მოსახვევის განათების სისტემა, საჭის მოხვევისას, სპეციალურ, დამხმარე განათებას ააქტიურებს. შედეგად, გზის ბნელი მონაკვეთები უკეთ ჩანს და ავტომობილის მართვაც უსაფრთხო ხდება.
“Follow Me Home” განათების ფუნქცია ავტომობილის გაჩერების შემდეგ, ფარებს გარკვეული დროით ჩართულს ტოვებს. ეს საშუალებას გაძლევთ ბნელ სივრცეებში გზა დაინახოთ და ამჯერად უკვე ფეხით, უსაფრთხოს გადაადგილდეთ.
შიდა ატმოსფერული განათება ჭკვიანი სისტემაა, რომელიც მხოლოდ ერთ ფერს კი არა, გარემოს და განწყობის მიხედვით ცვლად განათებას იყენებს. ზოგიერთ მოდელში შეგიძლიათ აირჩიოთ განწყობა — მშვიდი, ენერგიული ან რომანტიკული და განათებაც შესაბამისად შეიცვლება.
განსაკუთრებით მოსახერხებელია შეხებაზე მგრძნობიარე განათება. ამიტომ, Jetour-ის ავტომობილის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ დაივიწყოთ სიბნელეში ღილაკის ძებნა. მსუბუქად შეეხეთ ზედაპირს და განათება ავტომატურად ჩაირთვება. გარდა ამისა, სისტემა ავტომატურად არეგულირებს შუქის ინტენსივობას.
ჩინური ავტომობილების კომპანია Jetour-ი ქართულ ბაზარზე ამკვიდრებს ხედვას, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები და მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასს არ გამორიცხავს.
ჩვენი ავტომობილები მხოლოდ ერთი წერტილიდან დანიშნულების პუნქტამდე მისვლას არ ემსახურება. უფრო დიდი მიზანი დავისახეთ — გვსურს, შემოგთავაზოთ მანქანები, რომლებიც ჭკვიან, უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას გპირდებათ. სწორედ ეს არის გზა მომავლისაკენ, რომელსაც თავად მართავთ.