ჯეტურის SUV ავტომობილი მთავარი ფოტო

SUV ავტომობილები ქალაქისა და ოფროუდ მოგზაურობებისათვის: შეიძინეთ Jetour-ის მოდელები მეტი კომფორტისთვის

გამოქვეყნებულია: მაისი 14, 2025

დღეს ყოველი მეორე ახალი ავტომობილი SUV-ია. ეს არ არის გასაკვირი, რადგან  ჯიპები მაღალი და კომფორტული მანქანებია, რომლებიც თანაბრად კარგად უმკლავდება როგორც ქალაქის, ისე ნაკლებად ურბანულ საგზაო პირობებს.

რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამ ტიპის მანქანებს? SUV ავტომობილები პრაქტიკულია, მაღალი კლირენსით, დიდი სალონით, ფართო საბარგულითა და კარგი ხედვის არით გამოირჩევა. 

 

Jetour-ი ამ სეგმენტში ახალი, მაგრამ ამბიციური მოთამაშეა. ბრენდი ქმნის თანამედროვე SUV ავტომობილებს, სადაც ყურადღება ხარისხსა და კომფორტზეა გამახვილებული. 

ჩინური ავტომობილები საქართველოში E-Motors Georgia-ს შოურუმშია წარმოდგენილი. კომპანია ბრენდების  ექსკლუზიური და ოფიციალური  წარმომადგენელია. შესაბამისად, თბილისში, ბელიაშვილის 49 ნომერში Jetour-ის მაღალი ხარისხის მოდელებს კონკურენტულ ფასად იხილავთ. 

 

SUV-ების ისტორია: სამხედრო დანიშნულებიდან გლობალურ გამოყენებამდე

ყველაფერი სამხედრო სამსახურიდან დაიწყო. ომის დროს საჭირო იყო მანქანა, რომელიც ყველგან გაივლიდა — ტალახში, ქვიან გზაზე, თოვლში. ასე შეიქმნა Willys Jeep, რომელიც სამხედროებს პრაქტიკულობისა და სიმძლავრის გამო ძალიან მოეწონათ.

 

მოცემულობა, რომ მანქანა ნებისმიერ საგზაო პირობებს უმკლავდებოდა, სამხედრო საჭიროებას გასცდა. სწორედ ამიტომ, მალევე სხვა მწარმოებლებმა SUV ავტომობილები სრულიად მშვიდობიანი, ყოველდღიური მოხმარებისათვის შექმნეს.

 

თუმცა, მაშინ SUV ავტომობილი ვიზუალური თვალსაზრისით ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა. ამ მიმართულებით გარღვევა 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ავტო კომპანიებმა იმაზე ფიქრი დაიწყეს, რომ მაღალი გამავლობის  SUV მანქანა დახვეწილი და კომფორტული შეიძლება ყოფილიყო. 

 

სიმძლავრისა და კომფორტის ამგვარი კომბინაცია მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის.  შედარებისათვის, თანამედროვე მოდელები აერთიანებს სედანების სიმსუბუქეს, ჯიპების სიძლიერეს და მინივენების პრაქტიკულობას.

 

ამ ისტორიას აგრძელებს Jetour და ამ ინდუსტრიაში თავის ხედვას ამკვიდრებს. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტური ავტომობილები მაღალი სიმძლავრის, ვიზუალურად მიმზიდველი და ფუნქციურად მრავალფეროვანი მოდელებია.  

 

 

ჯეტურის ულამაზესი ლურჯი ფერის SUV ჯიპი ტყეში.

 

რატომ ვირჩევთ SUV-ს?

SUV-ების ერთ-ერთი მთავარ უპირატესობა მათი მრავალმხრივობაა. ერთი მანქანით შეგიძლია წახვიდეთ ბიზნეს შეხვედრაზე, წამოიღო დიდი ტვირთი სავაჭრო ცენტრიდან და შაბათ-კვირას ოჯახთან ქალაქგარეთ გაემგზავროთ. მაღალი კლირენსი გეხმარებათ დაძლიო როგორც ქალაქის სირთულეები, ისე მთიანი რელიეფი.

 

უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანი პლუსია. SUV-ების მაღალი პოზიცია და მყარი კონსტრუქცია მეტ დაცულობას გთავაზობთ. თანამედროვე მოდელებში კი ამ ყველაფერს უახლესი ტექნოლოგიებიც აძლიერებს.

 

უახლესი SUV ავტომობილები Jetour-ისაგან 

Jetour-ის SUV ავტომობილები სწორედ ამ უპირატესობებს აერთიანებს. მოდელები მაქსიმალურად ერგება თანამედროვე ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს. 

 

Jetour-ის SUV მანქანები განსხვავებული მოთხოვნების მქონე მძღოლებისთვისაა შექმნილი. მოდელებს შორის ყველაზე კომპაქტური Dashing-ია, რომელიც განსაკუთრებით კარგად ერგება აქტიური ცხოვრების სტილს. ავტომობილი მარტივად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის საგზაო პირობებს. ის აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავით და 100კმ-ზე დაახლოებით 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 

Jetour Dashing ახალი ფოტო

 

დიდი ოჯახებისთვის Jetour X70 და Jetour X70 Plus-ი საუკეთესო არჩევანია. შვიდ მგზავრიანი სალონი და დიდი საბარგული პრაქტიკულია როგორც ბევრი მგზავრის, ისე დიდი რაოდენობით ბარგისათვის. ეკონომიური ძრავა კი საწვავის ხარჯს ამცირებს.

 

როცა საქმე პრემიუმ კლასს ეხება, ამ მიმართულებით X90 Plus გამორჩეული მოდელია. 2.0 ლიტრიანი 254 ცხენის ძალის ძრავა მას საკმარის სიმძლავრეს ანიჭებს. მაღალი ხარისხის სალონი და ინტეგრირებული თანამედროვე ტექნოლოგიები მგზავრობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. 

 

განსაკუთრებით საინტერესოა Traveller  მოდელი T2, რომელიც ოფროუდ შესაძლებლობებს პრემიუმ კომფორტთან აერთიანებს. BorgWarner-ის ტრანსმისია და სპეციალური გეომეტრია მას ნებისმიერ გზაზე გადაადგილების საშუალებას აძლევს, ხოლო მაღალი ხარისხის სალონში წარმოქმნილ სირთულეებს საერთოდ ვერ იგრძნობთ.

 

T2 Suv ჯიპი

 

შეიძინეთ ეკონომიური SUV ავტომობილები და ისარგებლეთ უპირატესობით

გარდა სხვა მრავალი უპირატესობისა, Jetour-ის SUV-ებს ეკონომიურიცაა. ამას რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია განაპირობებს.

 

თანამედროვე ტურბოძრავები Jetour-ის ეკონომიურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ისინი ისეა აგებული, რომ მინიმალური საწვავით მაქსიმალური სიმძლავრე აღწევს. ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს და არსებულ რესურსს ოპტიმალურად იყენებს. 

 

თუმცა, Jetour-ის ინჟინრების ნოვატორული აზროვნება მხოლოდ ძრავით არ შემოიფარგლება. მათ ასევე შექმნეს NVH ტექნოლოგია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის  ჭკვიანი სისტემა, რომელიც ავტომობილის ვიბრაციასა და ხმაურს აკონტროლებს. ხმაურის შემცირება შედეგად ძრავიდან ენერგია აღარ იკარგება და მხოლოდ მოძრაობას ხმარდება.

 

Jetour-ის SUV-ების მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს მტკიცე კონსტრუქციაც საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც უფრო დაბალია მანქანის წონა, მით ნაკლები ძალაა საჭირო მის გადასაადგილებლად. ბრენდის მიერ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალები კი ავტომობილის სიმსუბუქეს განაპირობებს.

 

ამასთანავე, Jetour-ის მოდელები აღჭურვილია Start-Stop სისტემით. ეს თანამედროვე ფუნქცია თიშავს ძრავას, როცა ავტომობილი გაჩერებულია და მას კვლავ რთავს დაძვრისთანავე.

Jetour-ის ყველა ეს ინოვაცია ერთ მიზანს ემსახურება — მინიმალური დანახარჯით მძლავრი და კომფორტული მოდელები შექმნას. ბრენდის პროგრესული ტექნოლოგიები კი, პრაქტიკაშიც ადასტურებს, რომ შესაძლებელია კომპრომისის გარეშე ეკონომიურობა ეფექტურობას შეუთავსო. 

 

ახალი x70 PLus Suv Jetour. წითელი ჯიპი

 

გარდა საწვავის ეფექტური მოხმარებისა, Jetour-ის შეძენის შემთხვევაში ნაკლები საწყისი ინვესტიცია დაგჭირდებათ. და მაინც რა ღირს ჩინური ჯიპები? მოდელების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე სხვა მწარმოებლის ამ კლასის ავტომობილები. ამას ემატება ის უპირატესობაც, რომ  თითოეულ მოდელზე 5 წელიანი ან 150 000კმ.-იანი ოფიციალური ქარხნული გარანტია ვრცელდება. 

 

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით. გაგაცნობთ SUV-ების სპეციფიკაციებს და თვენი მოთხონების შესაბამისი მოდელის შერჩევაში დაგეხმარებით.