...
ჯეტურის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

ეკონომიური ჯიპები მხოლოდ მომავლის პერსპექტივა არ არის, ისინი უკვე ხელმისაწვდომია

Published: April 2, 2025

რას აქცევთ ყურადღებას ჯიპის შერჩევისას? სიმძლავრეს? მაღალ კლირენსს? კომფორტულ სალონს? თანამედროვე დიზაინს? ბოლო წლებში კიდევ ერთი კრიტერიუმი — ეკონომიურობა — გახდა მნიშვნელოვანი.

ჯიპები ყოველთვის ცნობილი იყო როგორც მძლავრი მანქანები, რომლებიც დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს. ამიტომ, SUV-ების შესახებ საუბრისას ეკონომიურობას, ალბათ, არც განიხილავთ.

ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. საწვავის ფასების ზრდამ და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებამ, მწარმოებლები აიძულა შეექმნათ მოდელები, რომლებიც ჯიპის ყველა მახასიათებელს ინარჩუნებს, თუმცა საწვავს ეკონომიურად მოიხმარს. 

ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით აღსანიშნავია Jetour-ი, 2018 წელს დაარსებული ბრენდი, რომელიც ეფექტური, მაგრამ მძლავრი SUV-ების წარმოებით გახდა ცნობილი. მისი მოდელები არ საჭიროებს კომპრომისს, რადგან ეკონომიური ჯიპები მაღალი ხარისხითაა შექმნილი და თან ხარჯთეფექტურია.

 

როგორ შეიქმნა ეკონომიური ჯიპები?

 

1970-იანების ნავთობის კრიზისმა თამაშის წესები სრულიად შეცვალა. საწვავის ფასების ზრდამ მწარმოებლები აიძულა, არა მხოლოდ სიმძლავრეზე, არამედ უფრო ეკონომიური ჯიპები შექმნაზეც ეფიქრათ. SUV-ების ეს ევოლუცია ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყო.

მოდერნიზაციის პირველი ტალღა ტურბოძრავებით დაიწყო. მიზანი იყო, რომ იგივე სიმძლავრის, მაგრამ უფრო ეკონომიური ძრავა შექმნილიყო. შემდეგ ჯერი მასალებზე მიდგა. ალუმინი და მაღალი სიმტკიცის ფოლადი ავტომობილის წონას ამცირებს და, შესაბამისად, საწვავსაც ეფექტურად მოიხმარდა. ამიტომ, მწარმოებლები ავტომობილების აშენების ამ სტანდარტზე გადავიდნენ.

2010-იანი წლებიდან გაჩნდა ეკონომიური ჯიპები და კროსოვერები, რომლებიც დიდი SUV-ების შესაძლებლობებს აერთიანებდა, მაგრამ მცირე ზომის მანქანის მსგავსი საწვავის მოხმარებით ხასიათდებოდა.

Jetour-ი ამ ევოლუციის ნაწილია. ბრენდი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა შექმნას ეკონომიური ჯიპები, რომლებიც არ კარგავს იმ ნიშნებს, რის გამოც SUV-ები ასეთი პოპულარულია. 

 

რომელ მახასიათებლებს აერთიანებს ეკონომიური ჯიპი?

 

მაგრამ რა არის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებითაც ეკონომიური ჯიპები გამოირჩევა? ეს საკითხი მხოლოდ ძრავაზე არ არის დამოკიდებული. ეკონომიურობა კომპლექსური ცნებაა, რომელიც ბევრ სხვა ასპექტს მოიცავს:

  • ძრავის ტიპი და მოცულობა – მცირე მოცულობის, მაგრამ ეფექტური ძრავები მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას;
  • ავტომობილის წონა – რაც უფრო მსუბუქია ჯიპი, მით ნაკლები საწვავი სჭირდება. თანამედროვე მსუბუქი, მაგრამ გამძლე მასალები კი ამცირებს წონას;
  • აეროდინამიკა – გლუვი, ჰაერის ნაკადის მიმართ ოპტიმიზებული დიზაინი ნაკლებ წინაღობას ქმნის და ამცირებს საწვავის მოხმარებას;
  • საბურავების ხარისხი – დაბალი წინაღობის საბურავები სწორი წნევით საგრძნობლად აუმჯობესებს ეკონომიურობას;
  • გადაცემათა კოლოფი – მრავალსაფეხურიანი ტრანსმისია საშუალებას აძლევს ძრავას ოპტიმალურ ბრუნვებზე იმუშაოს;
  • სამუხრუჭე სისტემა – თანამედროვე სამუხრუჭე სისტემები ზოგავს ენერგიას და ამცირებს საწვავის ხარჯს;
  • ღირებულებაბიუჯეტური მანქანა, როგორც წესი, ნაკლებ საწყის თანხას მოითხოვს, რაც ეკონომიურობას ზრდის. 

ამ ფაქტორების ერთობლიობით იქმნება ყველაზე ეკონომიური ჯიპი, რომელიც კომფორტულად  გამოიყურება და ეფექტურად გადაადგილდება.

 

ეკონომიური ჯიპები საქართველოში

 

Jetour-ის ეკონომიური ჯიპები იდეალურად ითვისებს იმ მახასიათებლებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ბრენდის ყველა მოდელი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს, თან საწვავს ეფექტურად მოიხმარს.

Jetour Dashing აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი ეკონომიური ჯიპი 100 კილომეტრზე მხოლოდ 8.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Dashing-ის ეკონომიურობა მხოლოდ საწვავის ხარჯით არ შემოიფარგლება — ის აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ავარიის რისკს და, შესაბამისად, პოტენციურ ხარჯებსაც ამცირებს.

 

Jetour dashing ფოტო

 

Jetour X70 დიდი ოჯახებისათვის იდეალური მოდელია. მისი 1.5 ლიტრიანი ტურბოძრავა ძალიან ეკონომიურია,  100 კილომეტრზე მხოლოდ 7.4 ლიტრ საწვავს საჭიროებს. X70-ის ძრავა 10%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი კონკურენტი მოდელები და  სისტემა 30%-ზე მაღალი თერმული ეფექტურობით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ საწვავის ენერგია უკეთესად გამოიყენება.

აღსანიშნავია X90 Plus მოდელი, რომელიც პრემიუმ სეგმენტის ეკონომიური ჯიპია. 2.0 ლიტრიანი ტურბოძრავით, ის 100 კილომეტრზე საშუალოდ 10.2 ლიტრს ხარჯავს, რაც ასეთი ზომის მანქანისთვის არაჩვეულებრივი მაჩვენებელია. 

 

x90 plus jetour ფოტო

 

ოფროუდ მიზნებისათვის Jetour T2 იდეალური ავტომობილია. 2.0 ლიტრიანი ძრავით ის 100 კილომეტრზე 10.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეს ეკონომიური ჯიპი სხვადასხვა მართვის რეჟიმებითაა აღჭურვილი, რომლებიც მომენტალურად ერგება საგზაო პირობებს და საწვავის მოხმარება კიდევ უფრო ამცირებს. 

 

Jetour T2 ფოტო

 

იხილეთ Jetour-ის ჩინური ავტომობილების სია ოფიციალურ საიტზე და დეტალურად გაეცანით მოდელების მახასიათებლებს.

 

ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც Jetour-ის ავტომობილების ეკონომიურობას ზრდის

 

ეკონომიური ჯიპები წარმოუდგენელია მაღალეფექტური ძრავების გარეშე. Jetour-ის მოდელებში ტურბოძრავები შექმნილია ისე, რომ მცირე მოცულობიდან მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავება შესაძლებელი იყოს. მაღალი თერმული  ეფექტურობის წყალობით, საწვავის ენერგია სითბოს შენარჩუნებაზე არ იკარგება და პირდაპირ მოძრაობის ენერგიად გარდაიქმნება. 

 

Jetour-ის ეკონომიური ჯიპები NVH ტექნოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ეს ინოვაციური ხმისა და ვიბრაციის კონტროლი სისტემა მნიშვნელოვნად ზოგად ენერგიის მოხმარებას.  შესამჩნევად მაღალი ხმაური და ვიბრაცია ენერგიის კარგვის ნიშანია. ამიტომ, ეს ეკონომიური ჯიპები ამ ტექნოლოგიის წყალობით ამცირებს ვიბრაციას და ზრდის ავტომობილის ეფექტურობას. 

 

ენერგიის მართვის ინტელექტუალური სისტემა, როგორიცაა Start-Stop ფუნქცია, ძრავის მუშაობას ავტომატურად აოპტიმიზებს. ეს ტექნოლოგია აჩერებს საწვავის მიწოდებას მაშინ, როდესაც ის საჭირო არ არის. მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა მანქანა შუქნიშანზეა გაჩერებული — ძრავა ავტომატურად გაითიშება, შემდეგ კი  ისევ გააქტიურდება.

 

მსუბუქი, მაგრამ მტკიცე კონსტრუქცია კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც Jetour-ის მოდელების ეკონომიურობას ზრდის. მაღალი ხარისხის ფოლადის გამოყენება ამცირებს მანქანის წონას, რაც პირდაპირ აისახება საწვავის მოხმარებაზე.

Jetour-ის მოდელებში გამოყენებული 6 და 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები ავტომატურად არჩევს იდეალურ გადაცემას სხვადასხვა სიჩქარეზე, რაც კიდევ ერთი გზაა საწვავის მოხმარების ეკონომიისათვის.

ამ ტექნოლოგიების ერთობლიობით იქმნება ეკონომიური ჯიპები, რომლებიც კონკურენტულია არა მხოლოდ ფუნქციებითა და კომფორტით, არამედ ფასითაც. და მაინც რა ღირს ეკონომიური ჯიპები? ამ ავტომობილების ფასი საშუალოდ 25 000-33 000$ შორის მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ მოდელების სიმძლავრეს, საწვავის მოხმარების ეფექტურობას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ინვესტიცია თქვენს ყოველდღიურ კომფორტში ნამდვილად ღირს. 

 

ესტუმრეთ Jetour Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს, გაიგეთ ჯიპების ფასი, მოდელების სპეციფიკაციები და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი ჩვენთან. 

 

ამრიგად, Jetour-ი ამტკიცებს, რომ , სიმძლავრესა და ეკონომიურობას შორის კომპრომისი აღარ დაიშვება.

დაჯავშნეთ Test Drive და თავად გამოცადეთ Jetour-ის ჯიპები, რომლებიც მძლავრ შესაძლებლობებთან და კომფორტთან ერთად, ეკონომიურიცაა.