why jetour georgia is best dealership in georgia

რას გთავაზობთ Jetour Georgia?

Published: July 18, 2025

მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ავტომობილის ეკონომიურობას, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და ხარისხთან ფასის შესაბამისობას. ამ მიმართულებით Jetour განსაკუთრებით საინტერესო ბრენდია.

 

რას გთავაზობთ Jetour Georgia-ს ჩინური ავტომობილები და რა გამოარჩევთ მათ? ამ ყველაფერს ბლოგში დეტალურად განვიხილავთ. 

 

ბრენდის ისტორია და მიღწევები

 

2018 წელს Chery Holding Group-მა შექმნა ახალი ბრენდი Jetour. სახელი ორი სიტყვის კომბინაციით შეირჩა – “Jet” და “Tour”, რაც კომფორტულ მოგზაურობასთან ასოცირდება. ეს არჩევანი არ ყოფილა შემთხვევითი.  ბრენდის მთავარი მიზანი დასაწყისშივე ყო ისეთი ავტომობილების შექმნა იყო, რომლებიც მაღალ ხარისხს, კომფორტსა და ხელმისაწვდომ ფასს გააერთიანებდა.

 

პირველი მოდელი — Jetour X70 — 2018 წლის აგვისტოში გამოვიდა და მალევე მოიპოვა აღიარება. ამ თანამედროვე ავტომობილებზე მოთხოვნა მალევე გაიზარდა, რამაც, თავის მხრივ, წარმოების ზრდაც განაპირობა. დღეს კომპანია წელიწადში 568,387 ავტომობილს აწარმოებს და 45-ზე მეტ ქვეყანაში აქტიურად ვითარდება. საბოლოოდ კი  ექვს წელიწადში Jetour-მა მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტი სერვის და სავაჭრო ცენტრი მოიცვა.

 

ინოვაციური წარმოება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

 

Jetour-ის წარმოების პროცესი ე.წ. ,,ჭკვიანი ქარხნის” კონცეფციას ეფუძნება. ავტომობილების აწყობის პროცესში, სამუშაოს 83%-ზე მეტს ავტომატიზებული რობოტები ასრულებს. მთელი პროცესი კონტროლდება სენსორების ქსელით, რომელიც წარმოების ყველა ეტაპზე რეალურ დროში აგროვებს მონაცემებს. ეს მოიცავს დეტალების შემოწმებასა და ხარისხის კონტროლს.

 

ერთი ავტომობილის კორპუსის შედუღებას მხოლოდ 120 წამი სჭირდება. ეს არა მხოლოდ წარმოების ეფექტურობას ზრდის, არამედ ხარისხის მაღალ სტანდარტსაც განაპირობებს, რადგან რობოტული შედუღება გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს გამორიცხავს და იდეალურად თანაბარ ნაკერებს ქმნის.

 

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა Jetour-სათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ქარხანაში მხოლოდ B1B2 წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები გამოიყენება. RTO/RCO გამწმენდი სისტემები აკონტროლებს გამონაბოლქვს და ჰაერს 99%-ით ასუფთავებს. ეს სისტემები გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან იცავს და ამავდროულად, თანამშრომლებისათვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.

 

ინოვაციური ტექნოლოგიები ყველა მოდელში

 

Jetour-ის ყველა მოდელში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები. პირდაპირი შეფრქვევის ტურბოძრავები და მრავალსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები ოპტიმალურად მოიხმარს საწვავს. Start-Stop სისტემა ავტომატურად რთავს და თიშავს ძრავას საცობებში. სისტემა საგრძნობლად ამცირებს საწვავის მოხმარებას და CO2 ემისიას.

 

NVH ტექნოლოგია  — Noise, Vibration, Harshness Control — სალონში ხმაურს 36 დეციბელამდე ამცირებს. წარმოიდგინეთ, ეს მაჩვენებელი ჩურჩულის დონეს უტოლდება. თანამედროვე სისტემა ასევე ამცირებს ვიბრაციას, რაც მგზავრობას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.

 

Jetour-ის მოდელები საქართველოში

 

E-Motors Georgia Jetour-ის ექსკლუზიური და ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ უახლეს ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული. 

 

Dashing  ყოველდღიური მგზავრობისათვის 

 

Jetour Dashing ჩინური ახალი ავტომობილი

 

Jetour Dashing შექმნილია აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის. კომპაქტური SUV იდეალურად ერგება ქალაქურ გარემოს. 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავა 100 კილომეტრზე მხოლოდ 8.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 

დინამიკური დიზაინი და მაღალი კლირენსი Dashing-ს საშუალებას აძლევს თანაბრად კარგად იმოძრაოს როგორც ასფალტზე, ისე რთულ გზებზე. სალონში ინტეგრირებულია თანამედროვე მულტიმედია სისტემა სენსორული ეკრანით, კლიმატ-კონტროლითა და 540 გრადუსიანი უკანა ხედის კამერით.

 

X70 Plus საოჯახო კომფორტისათვის

 

x70 PLUS ახალი ავტომობილი

 

X70 Plus სერია იდეალურია დიდი ოჯახებისთვის. შვიდადგილიანი სალონი და მოცულობითი საბარგული საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იმგზავროთ მთელი ოჯახით. მიუხედავად ზომისა, მოდელი ეკონომიურია — 100 კილომეტრზე საშუალოდ 8.1 ლიტრ საწვავს წვავს.  ავზით ერთი შევსებით შეგიძლიათ 700 კილომეტრზე მეტის დაფარვაა შესაძლებელი.  

 

სალონი აღჭურვილია პრემიუმ კლასის მასალებით. ყველა სავარძელს აქვს რეგულირების ფართო დიაპაზონი. მეორე და მესამე რიგის სავარძლები იკეცება, რაც საბარგულის მოცულობას კიდევ უფრო ზრდის.

 

X90 Plus  პრემიუმ კლასის ავტომობილი

 

X90 Plus Jetour-ის განსაკუთრებული მოდელია. 2.0 ლიტრიანი ძრავა 254 ცხენის ძალას ავითარებს, რაც მას ამ სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ავტომობილად აქცევს. 

 

სალონი გაწყობილია პრემიუმ კლასის ტყავითა და დეკორატიული ელემენტებით. დიუმიანი ციფრული პანელი და მულტიმედია ეკრანი ქმნის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ატმოსფეროს. 

 

T2 უსაზღვრო შესაძლებლობებით 

 

 

T2 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩვეულ, ქალაქის მარშრუტებს გასცდეს და თავგადასავლები ეძიოს. BorgWarner-ის ტრანსმისია და სპეციალური ოფროუდ სისტემა რთული რელიეფს მარტივად უმკლავდება. მაღალი კლირენსი და ინტელექტუალური მუხრუჭების მართვის სისტემა დაღმართებზე უსაფრთხო მოძრაობას განაპირობებს.

 

See ჯიპების სრული კატალოგი, გაეცანით მოდელების სპეციფიკაციებს დეტალურად და შეარჩიეთ მოდელი, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს ერგება.

 

რატომ უნდა აირჩიოთ Jetour?

 

Jetour-ის მთავარი უპირატესობა ფასისა და ხარისხის იდეალური ბალანსია. თქვენ იღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, კომფორტულ და საიმედო ავტომობილს, რომლის ფლობაც არ მოითხოვს დიდ ხარჯებს.

 

ბრენდის მოდელები გამოირჩევა:

  • ეკონომიური ძრავებით, რომლებიც ამცირებს საწვავის მოხმარებას;
  • მაღალი ხარისხის კონსტრუქციით, სალონითა გამძლე მასალებით;
  • თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით;
  • კონკურენტულ ფასებსა და ხარისხს შორის იდეალური ბალანსით;
  • ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდით — 5 წელი ან 150,000 კილომეტრი.

 

გელოდებით ჩვენს შოურუმში, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 49 ნომერში მდებარეობს. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან, რომ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მოდელი,  დეტალურად გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს და დაგეგმოთ ტესტ დრაივი.