jetour t2

Jetour-ის Travel+ კონცეფცია — როგორ იქმნება ჩინური ავტომობილები, რომლებიც თქვენი თავგადასავლების ნაწილი ხდება

Published: October 13, 2025

დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილის მთავარი დანიშნულება ერთი წერტილიდან მეორემდე გადაადგილება იყო. მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმებიც, ძირითადად, პრაქტიკულობასა და ტექნიკურ მახასიათებლებს ეფუძნებოდა. თუმცა, ეს მიდგომა უკვე შეიცვალა. ბევრი ადამიანისათვის ახალი ავტომობილი საკუთარი სტილის გამოხატულებისა და ახალი გამოცდილებების მიღების შესაძლებლობად იქცა. 

 

Jetour-ის კონცეფცია დასაწყისშივე ითვალისწინებდა ავტომობილის მართვისა და მგზავრობის სრულ გამოცდილებას. ამ მიდგომას კომპანიაში Travel+ დაარქვეს, რომლის შესახებაც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

 

რა არის Travel+?

 

 

Travel+ არ არის ერთი კონკრეტული დეტალი, ფუნქცია ან ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Jetour-ის ავტომობილებში შეხვდებით. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს კომპანიის ბიზნეს მოდელი და მიდგომაა, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა.  მისი მთავარი მიზანია, ავტომობილის ფლობა და მგზავრობა ერთიან, სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

 

სტანდარტული მიდგომის მიმდევარი საავტომობილო კომპანია ყურადღებას ავტომობილის დიზაინზე, ძრავასა და ტექნიკურ მახასიათებლებზე გაამახვილებს. Travel+ კი ამ შაბლონური ხედვის მიღმა, ითვალისწინებს ყველაფერს, რაც მგზავრობასთანაა დაკავშირებული. 

 

ეს კონცეფცია სამ მთავარ კომპონენტს აერთიანებს: ადამიანებს, ავტომობილებსა და მარშრუტებს. Jetour-ი სწავლობს, თუ ვინ არიან მისი მომხმარებლები (მაგალითად, მრავალშვილიანი ოჯახი, ახალგაზრდა წყვილი თუ ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარული), რა ტიპის ავტომობილი სჭირდება თითოეულ მათგანს და რა მარშრუტით მოუწევთ მგზავრობა. სწორედ ამ სამი მიმართულების ანალიზზე დაყრდნობით იქმნება კონკრეტული მოდელები და მათთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები.

 

რატომ გახდა საჭირო Travel+ მიდგომის შექმნა?

 

Travel+ სტრატეგიის შექმნა ორი მთავარი ფაქტორით იყო ნაკარნახევი, ესენია: მომხმარებლების შეცვლილი მოთხოვნები და საავტომობილო ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია. დამფუძნებელ კომპანიაში, Chery Holding Group-ში გააანალიზეს ეს ორივე მიმართულება და მიზნად დაისახეს ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ბაზარზე საკუთარ, უნიკალურ ადგილს დაიკავებდა.

 

თავდაპირველად კომპანიამ დაინახა, რომ ავტომობილი მხოლოდ თავის საწყის ფუნქციას, გადაადგილებას, აღარ ასრულებდა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულად შესამჩნევი იყო ახალგაზრდა მომხმარებლებში. მათთვის მანქანა საკუთარი თავის, ინტერესებისა და ცხოვრების სტილის გამოხატვის საშუალებად იქცა. ამ თაობისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ის, თუ როგორი ავტომობილი ჰყავთ, არამედ ისიც, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს მათ ის. Travel+, ერთი მხრივ, სწორედ ამ იდეას დაეფუძნა და უნდა შექმნილიყო ახალი ავტომობილები, რომლებიც  მძღოლებსა თუ მგზავრებს მოგზაურობით მიღებული გამოცდილების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა, მეორე მიზეზი კი, სრულიად პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა იყო.

 

Chery Holding Group-ი უკვე ფლობს რამდენიმე საავტომობილო ბრენდს, მათ შორის Chery-ს, პრემიუმ კლასის Exeed-სა და სტილზე ორიენტირებულ Omoda-სა და Jaecoo-ს. ახალი ბრენდის შექმნისას ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ის კონკურენციას გაუწევს არა მხოლოდ სხვა კომპანიებს, არამედ საკუთარ ბრენდებსაც. 

 

ამის თავიდან ასაცილებლად, Jetour-ს მიენიჭა მკაფიოდ განსაზღვრული ნიშა, რომელიც მოგზაურობასა და თავგადასავლებზე იყო ორიენტირებული. ამ ნაბიჯით კომპანიამ შექმნა ბრენდი, რომელიც დანარჩენ შვილობილ კომპანიებს კონკურენციას არ უწევს. ეს ძალიან ჭკვიანური გათვლა აღმოჩნდა, რადგან დღეს Chery Holding Group-ი  მომხმარებელთა უფრო ფართო სეგმენტს იზიდავს ისე, რომ საკუთარი ბრენდების პოზიციონირებას არ ასუსტებს.

 

როგორ მუშაობს Travel+?

 

 

 

თეორიული კონცეფცია საინტერესოა, მაგრამ მთავარია, როგორ მუშაობს ის რეალურ ცხოვრებაში. Jetour-ის Travel+ სტრატეგია ოთხი ძირითადი მიმართულებადაა დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის კომფორტულ ავტომობილს ქმნის.

 

ახალი ავტომობილები სხვადასხვა საჭიროებისათვის

 

ერთი უნივერსალური მოდელის შექმნის ნაცვლად, რომელიც ყველა მოთხოვნას ნაწილობრივ დააკმაყოფილებს, Jetour-ი მომხმარებელს ავტომობილების სხვადასხვა სერიას სთავაზობს. ისინი კონკრეტული საჭიროებებისა და  მარშრუტებისთვისაა შექმნილი.

 

  • X სერია (მაგალითად, X70 Plus and X90 Plus): ეს მოდელები განკუთვნილია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად კომფორტული მგზავრობისთვის. აქცენტი გაკეთებულია ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: ფართო სალონი, სავარძლების კონფიგურაციის ცვლილება (5 ან 7 ადგილიანი) და დიდი ზომის საბარგული, რაც გრძელი მოგზაურობისას განსაკუთრებით მოსახერხებელია.

 

 

  • T სერია (მაგალითად, T1  T2 and T2 I-DM ): ეს ახალი ავტომობილები შექმნილია მათთვის, ვისაც რთული მარშრუტების ათვისება სურს და მუდმივი თავგადასავლების ძიებაშია. მათი მთავარი მახასიათებლებია მაღალი გამავლობა, გამძლეობა და სპეციალური სვლის რეჟიმები, რომლებიც ავტომობილს სხვადასხვა ტიპის რელიეფთან (თოვლი, ტალახი, ქვები) ადაპტაციაში ეხმარება.

 

 ტექნოლოგიები, რომლებიც მგზავრობას ამარტივებს

 

x70 plus

 

Jetour-ის ავტომობილებში  ინტეგრირებული ტექნოლოგიები მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. ამისათვის კომპანია თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ ლიდერებთან, როგორებიცაა, Qualcomm-ი და Huawei.

 

მაგალითად, Qualcomm-ის Snapdragon-ის მძლავრი პროცესორის არსებობა ავტომობილში იმას ნიშნავს, რომ სანავიგაციო სისტემა სწრაფად და შეუფერხებლად იმუშავებს, მულტიმედია მგზავრებს გზაში არ მოაწყენს, მძღოლის მიერ გაცემული ხმოვანი ბრძანებები კი ზუსტად და დროულად შესრულდება. ამ სისტემების დახმარებით მგზავრობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე, უფრო მხიარული, სასიამოვნო, უსაფრთხო და, რაც ყველაზე მთავარია, მძღოლისათვის ნაკლებად დამღლელია.

 

პარტნიორული ქსელი სამოგზაურო გამოცდილების გასაუმჯობესებლად

 

Travel+ სტრატეგია არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილით და მისი ტექნოლოგიებით. Jetour-ი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა მფლობელებს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს.

 

ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Discovery Channel-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოგზაურობისა და აღმოჩენების თემატიკაზე ერთობლივი კონტენტი იქმნება. მაგალითად, განხორციელდა ერთობლივი ექსპედიცია პატაგონიაში მეტეორიტების მოსაძებნად, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესოდ და ინოვაციურად ჟღერს.

 

მომხმარებლების ჩართულობა ავტომობილების შექმნის პროცესში

 

ეს Travel+ სტრატეგიის ყველაზე უნიკალური ნაწილია. Jetour-ი წარმოების სტანდარტულ პროცესს არ მიჰყვება, რაც ჯერ ავტომობილის შექმნას და შემდეგ მომხმარებლისათვის შეთავაზებას გულისხმობს.  

 

კომპანიის მონაცემებით, მომხმარებელთა 10%-ზე მეტი პირდაპირ იყო ჩართული პროდუქტის განვითარებაში. ისინი მონაწილეობენ გამოკითხვებში, გამოთქვამენ მოსაზრებებს დიზაინსა და ფუნქციებზე, რაც Jetour-ს დაეხმარა, შეექმნა ავტომობილი, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საჭიროებებს პასუხობს.

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, Jetour-ის Travel+ სტრატეგიის მთავარი უპირატესობებია:

 

  • მიზნობრივი პროდუქტი: მოდელების მრავალფეროვნება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ავტომობილი ზუსტად თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისად;

 

  • ხელმისაწვდომი ინოვაცია:  სტილის, ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი ფუნქციების შეთავაზება კონკურენტულ ფასად, რაც ბრენდის მთავარი სტრატეგიული უპირატესობაა;

 

  • მომხმარებლის ჩართულობა: პროდუქტის განვითარების მოდელი, რომელიც პირდაპირ რთავს მომხმარებლებს კვლევისა და გაუმჯობესების პროცესში

 

Travel+ კატეგორიის ავტომობილის მართვა ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა. სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ ამ გამოცდილების მიღება ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია, რადგან Jetour Georgia-ში ყველა წამყვანი მოდელია წარმოდგენილი.

 

დროა, თავად დარწმუნდეთ ამ ახალი და თანამედროვე ჩინური ავტომობილების შესაძლებლობებში. ამისათვის საჭიროა, სასურველ დროს ტექსტ დრაივი დაჯავშნოთ და ავტო ცენტრში, თბილისში ბელიაშვილის N131-ში გვესტუმროთ.