jetour t2 i dm

რა განსახვავებს Jetour T2-სა და T2 i-DM-ს ერთმანეთისგან?

Published: October 13, 2025

Jetour Traveller სერიაში ორ მოდელს, T2 და T2  i-DM, აერთიანებს. ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ვიზუალურად ძალიან ჰგავს, თითქმის ვერ გაარჩევთ, თუმცა მათ შორის არსებობს ტექნიკური განსხვავებები, რის გამოც ისინი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისთვისაა საინტერესო. 

 

ძირითადი განსხვავებები ძრავებში

 

 

სტანდარტული Jetour T2 იყენებს 2.0 ლიტრიან ბენზინის ტურბირებულ ძრავას. ტურბინა მოწყობილობაა, რომელიც გამონაბოლქვი აირებით ტრიალებს და ძრავას დამატებით ჰაერს აწვდის. ამ ტექნოლოგიით სტანდარტული ზომის ძრავიდან უფრო მეტი ენერგია გამომუშავდება. საბოლოოდ, ავტომობილს 254 ცხენის ძალა აქვს და 390 N·m ბრუნის მომენტის განვითარება შეუძლია. 

 

T2 i-DM ჰიბრიდული მოდელია. მას ორი ტიპის ძრავა აქვს: ბენზინის და ელექტრო. 1.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავა T2-თან შედარებით უფრო პატარაა, მაგრამ ელექტროძრავასთან ერთად 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 610 N·m ბრუნვის მომენტს ავითარებს. მხოლოდ ელექტროძრავით ავტომობილი 139-მდე კმ.-ს ფარავს, ორივე ძრავის კომბინაციით კი 1000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეუძლია. 

 

წამყვან სისტემებს შორის არსებული განსხვავებები

 

T2-ს სრულამძრავიანი სისტემა აქვს, რადგან მისი ოთხივე ბორბალი მოძრაობს. მარტივ ან საშუალო სირთულის მარშრუტებზე, საწვავის დაზოგვის მიზნით, მხოლოდ წინა ბორბლები მუშაობს. უსაფრთხოების სისტემა თუ მიხვდება, რომ საბურავები წვიმაში, თოვლზე ან ტალახში სრიალს იწყებს, მაშინვე ააქტიურებს უკანა ბორბლებსაც. ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად, მძღოლის ჩარევის გარეშე.  

 

ამავე მოდელის უკანა დიფერენციალს ელექტრონული ბლოკირების ფუნქცია აქვს. დიფერენციალი მექანიზმია, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ბორბლებს შორის ძალას ანაწილებს. მოხვევისას გარე ბორბალი მეტ მანძილს გადის და სწრაფად ბრუნავს, ბლოკირების დროს კი ძალა იმ ბორბალს მიეწოდება, რომელსაც გზის ზედაპირს უკეთ ეჭიდება ანუ თუ ერთი ტალახშია მთელი ძალა მეორეზე გადავა. 

 

T2 i-DM მხოლოდ წინა ბორბლებს ამოძრავებს. მისი დიდი ელემენტი ავტომობილის ქვედა ნაწილშია მოთავსებული  და იმ ადგილს იკავებს, სადაც სრულამძრავიან ვერსიაში ლილვი და უკანა დიფერენციალი მდებარეობს. როგორც ზემოთ აღინიშნა T2 i-DM 610 N·m ბრუნვის მომენტის გავითარება შეუძლია. ეს ძალიან დიდი ძალაა მხოლოდ წინა ბორბლებისთვის. მშრალ ასფალტზე პრობლემა არ იქმნება, თუმცა სველ ან თოვლიან გზაზე საბურავები ბუქსაობას იწყებს. 

 

კლირენსი და რეალური გამავლობა

 

ჩინური ავტომობილები საქართველოში

 

კლირენსი არის მანძილი, რომელიც ავტომობილის ყველაზე დაბალ წერტილსა და გზას შორის რჩება. რაც უფრო მეტია მანძილი, მით უფრო უკეთესად არის შესაძლებელი დაბრკოლებების გავლა.

 

T2 220 მმ-იანი კლირენსი აქვს. რომ წარმოიდგინოთ, ეს არის A4 ფურცლის სიმაღლის დაშორება გზიდან. ეს მანძილი საკმარისია დაზიანებულ გზებზე, მაღალ ბორდიურებზე, თოვლიან პირობებში გადასაადგილებლად. T2 i-DM-ის კლირენსი, T2-თან შედარებით 15 მმ-ით ნაკლები, 205 მმ-ია. ამის გამო, მოდელის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია. 

 

ორივე მოდელს 700მმ-ს სიღრმის წყალში შეუძლია გავლა. რეალურად ასეთ სიღრმეში ავტომობილით შესვლა სარისკოა, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ წყალი სალონში  შეაღწევს, თუმცა გამოუვალ სიტუაციებში, როცა სხვა გზა არ არსებობს, ეს შესაძლებლობა გადამწყვეტი ხდება. 

 

ტექნოლოგიები ყოველდღიური გამოყენებისთვის

 

ორივე მოდელის წინა პანელის ცენტრში 15.6 დიუმიანი ეკრანია განთავსებული. სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი Qualcomm Snapdragon 8155 პროცესორია. ეს იგივე ჩიპია, რაც პრემიუმ კლასის ახალ  ავტომობილებშია ინტეგრირებული.

 

ორივე მოდელს აქვს Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერა. ტელეფონის შეერთების შემდეგ ნავიგაცია, მუსიკა და ზარები ავტომობილის ეკრანზე გადადის. 540 გრადუსიანი კამერების სისტემა ავტომობილის ირგვლივ მთელ პერიმეტს აკონტროლებს. ავტომობილის ქვეშ განთავსებული კამერა კი გზის საფარის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. 

 

T2 i-DM-ს აქვს ფუნქცია, რომელიც სტანდარტულ ვერსიას არ გააჩნია. V2L (Vehicle-to-Load) საშუალებას იძლევა ავტომობილიდან ელექტროენერგია სხვა მოწყობილობის, ჩაიდნის, ელექტრო ხელსაწყოების ან კემპინგის აღჭურვილობის გასააქტიურებლად გამოიყენოთ. 

საწვავის მოხმარება და ეკონომია

 

jetour t2 i dm

 

T2 ქალაქში 10-11 ლიტრ ბენზინს მოიხმარს 100 კილომეტრზე, რთულ გზაზე კი ეს მაჩვენებელი  8-9 ლიტრამდე მცირდება.

 T2 i-DM-ის ხარჯი დამოკიდებულია გადაადგილების მანძილზე და ინტენსივობაზე. პირობითად, თუ დღეში 100-კმ.-ზე ნაკლებს გადიხართ, მხოლოდ ელექტროძრავაც საკმარისი იქნება და საწვავი არ დაიხარჯება. ელექტროენერგიის ამოწურვის შემდეგ ჰიბრიდული რეჟიმით 5.4 ლიტრს მოიხმარს 100 კილომეტრზე. T2 i-DM-ის სტანდარტული დამტენით დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, სწრაფით კი მხოლოდ 30-40 წუთი. 

 

სტანდარტული და ჰიბრიდული მოდელების ტექნიკური სერვისი

 

სტანდარტული T2-ის მოვლა მარტივია. ძრავის ზეთის გამოცვლა 10,000 კილომეტრის გავლის შემდეგაა რეკომენდებული. დანარჩენი კომპონენტებისა და ნაწილების შეკეთებას Jetour Georgia-ს ტექნიკური სერვისის ფარგლებში უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი ნაწილებით შეძლებთ.

 

T2 i-DM-ის ტექნიკური სერვისი უფრო რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემისაა, მასში შიდაწვის ძრავის გარდა მაღალი ძაბვის ბატარეა და ელექტროძრავებიცაა. ამგვარ სისტემასთან მუშაობა სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. კვლავ, უნდა მიმართოთ Jetour Georgia-ს ოფიციალურ სერვის ცენტრს, სადაც მწარმოებელი ქარხნების მიერ გადამზადებული და დატრენინგებული ტექნიკოსები მუშაობენ. 

 

რომელი მოდელი უნდა შეარჩიოთ — T2 თუ T2 i-DM?

 

T2-ის შეძენა იდეალური გადაწყვეტილება იქნება მათთვის, ვინც რეგულარულად მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში ოჯახური ან სამსახურეობრივი ვიზიტებით. თუ წელიწადში რამდენჯერმე მაინც გიწევთ მაღალმთიან ან ზამთრის კურორტებზე ასვლა, მაშინ სრულამძრავიანი სისტემის მქონე ავტომობილი ანუ T2 დაგჭირდებათ.

 

T2 i-DM ჰიბრიდული ავტომობილი მათთვისაა შექმნილი, ვისაც საწვავის ეკონომია და გრძელი სვლის მარაგი სჭირდება. მიუხედავად წინაამძრავიანი კონფიგურაციისა, მაღალი კლირენსი ავტომობილს რთული მარშრუტების გასავლელად საკმარის გამავლობას ანიჭებს. 

 

და ბოლოს, ტექნიკური მახასიათებლების განხილვის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Jetour T2 და T2 i-DM ორი განსხვავებული ავტომობილია, რომლებსაც უბრალოდ მსგავსი ექსტერიერი აქვს. სტანდარტული მოდელი კლასიკური კროსოვერია სრულამძრავიანი სისტემით და გამძლე ბენზინის ძრავით. ჰიბრიდული ვერსია უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოძახილია. 

 

ორივე მოდელი მაღალი ხარისხის, კარგად აღჭურვილი, კომფორტული და საიმედოა. არჩევანი თქვენი საჭიროებების მიხედვით უნდა გააკეთოთ. ამისთვის Book a test drive, გვესტუმრეთ შოურუმში, თბილისში ბელიაშვილის 131 ნომერში და თავად გამოცადეთ ორივე მოდელის შესაძლებლობები. ჩვენს შოურუმში მიღებული გამოცდილება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.