Published: October 13, 2025
ავტომობილის შერჩევა ათი წლის წინ, ალბათ, ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე დღესაა. მაშინ მთავარი კრიტერიუმები დიზაინს, სიმძლავრესა და გამძლეობას მოიცავდა. ახლა კი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულდა, რადგან მძღოლმა გაცილებით მეტი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, მაგალითად, რამდენად ეკონომიურია ავტომობილი, აღჭურვილია თუ არა ის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, რამდენად კომფორტულია მისი სალონი და, რაც მთავარია, რამდენად შეესაბამება ფასი შეთავაზებულ შესაძლებლობებს.
გადავწყვიტეთ ამ ბლოგში დეტალურად განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ფლობდე Jetour-ის ახალ ავტომობილს ანუ რას შეცვლის ის თქვენს ყოველდღიურობაში და რის გარანტიას მოგცემთ.
Jetour-ის ავტომობილის ფლობას თქვენთვის ფინანსური სარგებელი მოაქვს. უახლეს მოდელებში ჩაშენებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც საწვავს ეკონომიურად მოიხმარს. მაგალითად, ბრენდი იყენებს თანამედროვე ტურბოძრავებს საწვავის პირდაპირი შეფრქვევის ტექნოლოგიით, რაც ყოველ წვეთს მამოძრავებელ ენერგიად გარდაქმნის.
ამას ემატება ხმაურისა და ვიბრაციის კონტროლის NVH ტექნოლოგიაც. Jetour-ის მოდელებში ძრავის ხმაური მხოლოდ 36 დეციბელია, რაც ჩურჩულის ტოლფასია. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგია არ იკარგება ზედმეტ ვიბრაციაზე და სრულად ავტომობილის მოძრაობას ხმარდება. საინტერესოა ისიც, რომ ეს New cars მაღალი სიმტკიცის, თუმცა ძალიან მსუბუქი ფოლადისგანაა დამზადებული. ამის გამო, მცირდება მანქანის წონა და, შესაბამისად, ენერგიის დანახარჯიც.
ამის რეალური მაგალითია Jetour X70 Plus. ეს საოჯახო, შვიდადგილიანი მოდელი 100 კილომეტრზე მხოლოდ 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეს ნიშნავს, რომ ერთი სავსე ავზით შესაძლებელია დაახლოებით 700 კილომეტრის გავლა, რაც თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშრუტის დასაფარადაა საკმარისი.

ზოგჯერ თავისუფლება სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება. თავისუფლებაა, გქონდეს შესაძლებლობა, რომ მოულოდნელად გადავუხვიო ნაცნობი მარშრუტიდან და იმ გზას დავადგე, რომელიც აქამდე არ გაგვივლია. თუმცა, ამას შესაბამისი კომპლექტაციის ავტომობილი სჭირდება, რადგან შეიძლება საინტერესო ადგილამდე, მაგალითად, თუშეთამდე ასფალტირებული გზა არ მიდიოდეს.
ამ სულისკვეთებით შეიქმნა Jetour T1, ურბანული ტიპის მსუბუქი ყველგანმავალი, რომლის გამორჩეულმა დიზაინმა პრესტიჟული გერმანული Red Dot-ის ჯილდო დაიმსახურა. T1 აღჭურვილია მძლავრი 2.0 T-GDI ძრავითა და BorgWarner-ის მეექვსე თაობის ინტელექტუალური სრულამძრავი (4×4) სისტემით. მას აქვს მართვის 7 სხვადასხვა რეჟიმი, მათ შორის კლდოვანი, თოვლიანი და ტალახიანი გზებისთვის.
Jetour T2 შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლს მისცეს ის თავდაჯერება, რომელიც რთული მარშრუტების არჩევას სჭირდება. ეს ახალი ავტომობილი აღჭურვილია BorgWarner-ის სრულამძრავი (4×4) სისტემითა და მართვის სხვადასხვა რეჟიმით, რომელიც თოვლიან, ტალახიან და კლდოვან საფარს წარმატებულად უმკლავდება.
ამ თავისუფლებას კიდევ უფრო აფართოებს ყველგანმავალი Jetour T2 i-DM-ის შესაძლებლობები. ის ჰიბრიდული მოდელია, რომელიც საწვავს ეფექტურად მოიხმარს და დიდი სვლის მარაგი აქვს, იმდენად, რომ შიდა წვისა და ელექტრო ძრავების კომბინაციით 1000კმ-ზე მეტს ფარავს.
თუ დიდი ხანია ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავთ და თან შეუზღუდავ შესაძლებლობებს ეძებთ, მაშინ Jetour T1, T2 და T2 i-DM სწორედ ის მოდელებია, რომლებიც ამ მოლოდინს სრულად გაგიმართლებთ.
ავტომობილის შერჩევისას პრიორიტეტები დროსთან ერთად იცლება. თუ ახალგაზრდებისათვის მთავარი კრიტერიუმი სისწრაფე და დიზაინია, დაოჯახებული მძღოლებისათვის ოჯახის წევრებისა და პირადი უსაფრთხოებაა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავტომობილის უსაფრთხოების სისტემები განვითარდა. წარსულში მანქანები იმ მიდგომით შენდებოდა, რომ ავარიის შემდეგ დაეცვა მგზავრები, თანამედროვე სისტემების მიზანი კი შეჯახებების პრევენციაა.
Jetour-ის ახალი ავტომობილები ამ მიდგომითაა შექმნილი. მძღოლის დამხმარე სისტემები (ADAS) მუდმივად აკონტროლებს გზაზე არსებულ ვითარებას. მაგალითად, ხანგრძლივი მგზავრობისას, როცა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მიდიხართ, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი წინ მიმავალ ავტომობილთან მიმართებით ავტომატურად შეინარჩუნებს უსაფრთხო დისტანციას, ხოლო ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა საჭის მსუბუქი კორექტირებით დაგეხმარებათ, რომ არ გადაკვეთოთ სამოძრაო ხაზი.
ასევე, ქალაქის დატვირთულ მოძრაობაში, სადაც საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (AEB) ადამიანზე სწრაფად რეაგირებს და მოახლოებული შეჯახებისას ავტომობილს თავად აჩერებს.
შესაბამისად, როდესაც არჩევანს Jetour-ის მსგავს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტომობილზე აკეთებთ, ეს ოჯახზე ზრუნვის პირდაპირი გამოხატულებაა, რადგან ზუსტად იცით, რომ დამატებითი ტექნოლოგიური შესაძლებლობები იცავს მათ, ვინც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია.
ჩინელმა მწარმოებლებმა, მათ შორის Jetour-მა, საავტომობილო ბაზარზე ახალი სტანდარტი დაამკვიდრეს. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ავტომობილს, რომლის საბაზისო მოდელიც კი ისეთი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომლებიც სხვა ბრენდებთან მხოლოდ ძვირადღირებულ ოფციად მიიჩნევა. მაგალითად, Jetour-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლში მოძრაობისა და უხილავი ზონის კონტროლის ასისტენტი. მანევრირების გასამარტივებლად კი მოდელების 360 გრადუსიანი ხედვის კამერები აქვს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სალონის კომფორტს. Jetour-ის ავტომობილებში ინტეგრირებულია დიდი, მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანები და პრემიუმ აუდიოსისტემები. ახალი ავტომობილები სრულად თავსებადია თანამედროვე სმარტფონებთან.
ამრიგად, Jetour-ის შეძენით მომხმარებელი იღებს წვდომას ისეთ ტექნოლოგიებსა და კომფორტზე, რომელიც აქამდე მხოლოდ მაღალი საფასო სეგმენტის ავტომობილებში იყო ხელმისაწვდომი.
მეორადი ავტომობილის შეძენა ფინანსურად მომგებიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამ არჩევანს ხშირად თან ახლავს გაურკვევლობის განცდა. შეუძლებელია, ზუსტად იცოდე, როგორ უვლიდა წინა მფლობელი მას, დროთა განმავლობაში რა ტექნიკური პრობლემები შეიძლება გამოუვლინდეს და როდის გახდებაძვირად ღირებული ტექნიკური მომსახურება საჭირო.
ამ ფარული რისკებისგან გათავისუფლებაა ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები არჩევანს თანამედროვე მოდელებზე აჩერებენ. თუ ახალი ავტომობილი შეიძინეთ, მაშინ უსიამოვნო სიურპრიზებისა და მოულოდნელი ხარჯების მოლოდინიც არ გაქვთ.
ამ სიმშვიდეს კიდევ უფრო ამყარებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია, რომელსაც ავტომობილის Jetour Georgia-ში შეძენის შემთხვევაში მიიღებთ. გთავაზობთ გარანტიას, რომელიც 6 წელს ან 200 000 კმ-ს მოიცავს, ხოლო სხვა ძირითად აგრეგატებზე 5 წელს ან 150 000 კმ-ს.
მას შემდეგ, რაც Jetour-ის ახალი ავტომობილი თქვენ მფლობელობაში გადმოვა, კომფორტის გარდა, მრავალმხრივ გამოცდილებას მიიღებთ – იმგზავრებთ უსაფრთხოდ, თამამად დაგეგმავთ მარშრუტებს, დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი ხარჯებისაგან და მუდმივად გექნებათ სიმშვიდის განცდა.
Jetour Georgia გთავაზობთ ავტომობილებს, რომელთა შერჩევისას არ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გამავლობასა და ეკონომიურობას ან მაღალ კომფორტსა და ხელმისაწვდომ ფასს შორის. მწარმოებლებმა შეძლეს და ამ მახასიათებლებს თითოეულ ავტომობილში მოუყარეს თავი.
Book a test drive, გვესტუმრეთ შოურუმში, რომელიც ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარეობს და თავად დარწმუნდით, თუ რას ნიშნავს, ფლობდე ავტომობილს, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს ერგება.